დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია

დიდი ხურვალეთის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხურვალეთის აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,4X4,4 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ეკლესიას სამხრეთით არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელი აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით - თითო ასეთივე სარკმელი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის დასავლეთ კედლის კუთხეების პილასტრებზე გადადის შირიმის ქვის თაღი, აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე - აგურით ნაწყობი ოდნავ შეისრული თაღი. თაღებს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს ემყარება აგურის კვადრატული კამარა. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.