დიდი ხეივნის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ორთაჭალა); გია გულუას ქუჩიდან ცოლიკაურის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის II ნახევარში ხეივნის ქუჩის სახელწოდებით, რაც ამ მიდამოებში არსებულ ხეივნებთან არის დაკავშირებული. სახელი დაერქვა 1958 წელს. 1994 წელს დიდი ხეივნის ქუჩის მონაკვეთს გია გულუას ქუჩა ეწოდა.[1]

დიდი ხეივნის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
უბანი ორთაჭალა
წინა სახელები ხეივნის ქუჩა

აქვს 1 შესახვევი.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 62, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, ე.წ. დიდი ხეივნის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის დიდი ხეივნის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (10 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2024