დიდი ლობოროტი
მთა საქართველოში, გურიისა და იმერეთის მხარეში
დიდი ლობოროტი — მთა საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება ლობოროტის ქედზე, მდინარეების ხანისწყლისა და სუფსის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2730 მ.
დიდი ლობოროტი | |
---|---|
კოორდინატები: 41°53′26″ ჩ. გ. 42°39′45″ ა. გ. / 41.89056° ჩ. გ. 42.66250° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2730 მ |
ქედი | ლობოროტის ქედი |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ქანი |
აგებულია შუაეოცენის ასაკის ვულკანოგენური ქანებით. კალთები ზემოთ შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, ქვემოთ — წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 417.