დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი — მუზეუმ-ნაკრძალი ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიაზე, დაარსდა 2005 წელს სოფელ ქურთაში. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია აღარ კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ, ხოლო მისი ადმინისტრაცია განთავსდა ქალაქ გორის ვერხვების დევნილთა დასახლებაში. 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი მოიცავს დიდი და პატარა ლიახვის აუზში არსებულ ისტორიულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს. მათ შორისაა წინარეანტიკური და ანტიკური ხანის სამაროვნები და ნამოსახლარები, ასევე შუა საუკუნეების ძეგლები: ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსი (V-XVI სს.), ერედვის წმ. გიორგის ეკლესია (X ს.), ხეითის მთავარანგელოზი (XIX ს.), კეხვის ციხე (განვითარებული შუა საუკუნეები), თირის მონასტერი (XIII ს.), ბელოთის ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია IX-X სს., ქვემო აჩაბეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ივანე მაჩაბლის სასახლე სოფელ თამარაშენში, სოფ. არბოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (X ს.), სოფ. ტირძნისის “სამება” (XI ს.) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიდი ლიახვის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი — საქართველოს მუზეუმები.
- დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო.