დიდი კოჭობა (ლათ. Carpodacus rubicilla) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა.

დიდი კოჭობა
კლასიფიკაცია მითითებული არ არის!
ლათინური სახელი
Carpodacus rubicilla
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720610

ფრინველის სხეულის სიგრძე 20 სმ-ია. გავრცელებულია კავკასიის, ცენტრალური აზიის მთიანეთში, ტიბეტში, ჰიმალაიზე, ალთაიში.

საქართველოში ბინადრობს ზამთარში, დიდთოვლობისას მომთაბარეობს ვერტიკალური მიმართულებით ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის ზევით. ზამთარში კენკროვანი ბუჩქნარით დაფარულ მთის მდინარისპირა ველებზე ჩამოფრინდებიან. გაზაფხულზე წყვილდებიან, სხვა დროს გუნდებად ცხოვრობენ. დებენ 3–4 (6-მდე) ცისფერ, მუქწინწკლებიან კვერცხს.

მამრი დიდი კოჭობა

იკვებებიან მარცვლეულითა და, შესაძლოა, მწერებითაც. სიმცირის გამო შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". ცნობილია დიდი კოჭობის რამდენიმე ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება კავკასიის დიდი კოჭობა (C. R. rubicilla).

ლიტერატურა

რედაქტირება