დიდი გეზე

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს

დიდი გეზე — პლატოსებრი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე. ადმინისტრაციულად გაწოლილია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე, მწვერვალ მცირე გეზეს დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4009 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დიდი გეზეს ციცაბო კალთებიდან სამხრეთით ეშვება მყინვარები ზოფხიტო და დიდი ედენა, ჩრდილოეთით — თერგის აუზის მყინვარები.[1]

დიდი გეზე
კოორდინატები: 42°53′45″ ჩ. გ. 43°24′07″ ა. გ. / 42.89583° ჩ. გ. 43.40194° ა. გ. / 42.89583; 43.40194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 4009 
ქედი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
დიდი გეზე — საქართველო
დიდი გეზე
დიდი გეზე — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
დიდი გეზე
  1. უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 576.