დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში

დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში — პერიოდი პაპობის ისტორიაში (1378-1417 წწ.), როდესაც პაპის ტახტისთვის რამდენიმე რომის პაპი იბრძოდა ერთდროულად. დიდი განხეთქილების მიზეზები იყო პაპობის, როგორც სისტემის დაკნინება დასავლეთ ევროპაში ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ბრძოლა პაპის ტახტის დასამორჩილებლად. დიდი განხეთქილება მოჰყვა პაპების ავინიონის ტყვეობას. ავინიონიდან რომში დაბრუნებული გრიგოლ XI-ის (1370-1378 წწ.) გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთი და შუა იტალიის, გერმანიის, სკანდინავიის სახელმწიფოების და ინგლისის მხარდაჭერით პაპად აირჩიეს ურბან VI (1378-1389 წწ.), ხოლო საფრანგეთისა და მისი მოკავშირე ქვეყნების - ესპანეთის, შოტლანდიის, ნეაპოლის სამღვდელოებამ ავინიონში პაპად აირჩია კლიმენტი VII (1378-1394 წწ.) შეიქმნა ორი პაპის კურია. პაპებმა ერთმანეთი შეაჩვენეს.

დიდი განხეთქილების რუკა. წითლით აღნიშნულია ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ავინიონელ პაპებს, ხოლო ლურჯით აღნიშნულია რომის პაპის მომხრე ქვეყნები.

პიზის საეკლესიო კრებამ 1409 წელს გადააყენა როგორც ავიიონის პაპი ბენედიქტე XIII (ანტიპაპი იყო 1394-1422 წწ.), ისე რომის პაპი გრიგოლ XII (პაპად იყო 1406 წლიდან) და პაპად აირჩია ალექსანდრე V (ანტიპაპი 1409-1410 წწ.). გადაყენებულმა პაპებმა არ სცნეს კრების გადაწყვეტილება, პაპის ტახტზე აღმოჩნდა სამი პაპი. დიდი განხეთქილებამ ხელი შეუწყო მწვალებლური მოძრაობის გავრცელებას, რომელიც ფეოდალურ წყობილებას ემუქრებოდა. ამით უკმაყოფილო საერო ფეოდალებმა ეკლესიის ერთობის დამყარება მოითხოვეს. კონსტანცის საეკლესიო კრებამ (1414-1418 წწ.) ბოლო მოუღო დიდი განხეთქილებას, გადააყენა სამივე პაპი - იოანე XXIII (ალექსანდრე V-ის მემკვიდრე, ანტიპაპი 1410–1415 წწ.), გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII. პაპად აირჩია მარტინ V. დიდი განხეთქილებამ შეარყია პაპობისა და კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

 

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია