დიდებათა — ძველი ქართული (სვანური) ხალხური ცეკვა, რიტუალურ-რელიგიური ხასიათის ფერხული.

სრულდება როგორც საეკლესიო დღესასწაულებზე (კერძოდ გიორგობაზე), ასევე ლხინის დროსაც. ასრულებენ მამაკაცები და ქალებიც. სრულდება ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით, რომელიც იწყება დინჯად და თანდათანობით ჩქარდება. მუსიკალური ზომაა 4/4.

ლიტერატურა

რედაქტირება