დიადი ლოჟა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დიადი ლოჟა}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
დიადი ლოჟა (ფრანგ. Grande Loge, ინგლ. Grand Lodge) — თავისუფალი ქვისმთლელების (მასონთა) ღირსეული ლოჟების ერთობა, კავშირი, სტრუქტურა რომელიც იქმნება სუვერენულ ტერიტორიაზე, ამ გაერთიანებაში შემავალი ქვისმთლელთა როგორც შიდა საქმიანობის, ასევე, საერთაშორისო კავშირების წარსამართავად.
ისტორია
რედაქტირებამასონური მორჩილება ეწოდება მასონური საძმოს სიმბოლური პირველი სამი ხარისხის მართვის ერთობლიობას. ამ სამ ხარისხზე (1° - შეგირდი , 2° - თანამოძმე და 3° - ოსტატი) მართვას მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ახორციელებს ამა თუ იმ ქვეყნის დიადი ლოჟა.[1]
დიადი ლოჟა წარმოადგენს მასონური ლოჟების ჯგუფს, ყველაზე ხშირად ფედერაციული ფორმით. „დიადი ლოჟა“ - ტერმინი, წარმოშობილია ინგლისში, ასევე, მორჩილებას და ლოჟების ფედერაციას აღნიშნავს „დიადი ლოჟის“ სინონიმი ტერმინი - „დიადი აღმოსავლეთი“. ეს ტერმინი წარმოშობილი საფრანგეთში, შედარებით ნაკლებად გავრცელებულია მსოფლიოში (მაგ. ნიდერლანდებში), ან უფრო ხშირად აღნიშნავს, ე.წ. „ლიბერალურ“ მასონურ ხაზს (საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი).
მასონთა ლოჟების ერთობის ეს ფორმა არ არსებობდა თავდაპირველად, ყველა ლოჟა იყო დამოუკიდებელი, „დიადი ლოჟა“ გაჩნდა მე-18 საუკუნის დასაწყისში (1717) ინგლისში და აღინიშნა სპეკულაციური („მიღებული“) მასონობის დასაწყისი.[2]
დიადი ლოჟების სისტემები
რედაქტირებაარსებობს ზოგადი წესი, რომლის მიხედვით ერთი მორჩილება უნდა იყოს ერთ ქვეყანაში, ერთი მორჩილება - სრული ექსკლუზიური უფლებით ამა თუ იმ ტერიტორიაზე. ამ წესს პატივს სცემს ძირითადი რეგულარული მასონური სამყარო. დიადი ლოჟებს აქვთ საერთო ნიშნები, ტრადიციები და წესები.
შეიძლება განვასხვავოთ:
- ანგლო-საქსონური რეგულარული მასონური დიადი ლოჟები და სისტემები;
- აფრო - ამერიკული რეგულარული დიადი ლოჟები - ცნობილი როგორც პრინც ჰოლი (Prince Hall), რომელთა ნაწილს აშშ-ში უკვე გაზიარებული აქვთ ექსკლუზიური ტერიტორიული მართვა ამა თუ იმ შტატის ე.წ. „ტრადიციულ“ დიად ლოჟებთან.
- ევროპულ - კონტინენტური რეგულარული დიადი ლოჟები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან, მასონური ქვაკუთხედების, ხელდასმის და ტრადიციების საფუძველზე, მაგრამ არ შედიან ურთიერთ აღიარებაში ანგლო-საქსონურ რეგულარულ მასონურ დიად ლოჟებთან.[3]
- ლიბერალური დიადი ლოჟები, რომელსაც ამოღებული აქვთ „რეგულარულობის“ პრინციპებიდან ესა თუ ის პრინციპი, მაგ. შემქმნელის რწმენის აუცილებლობა, ან აწარმოებენ ე.წ. „შერეულ მუშაობას“ (მამაკაცებისა და ქალების), ან ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ საკითხების განხილვაში, ა.შ.[4]
დიადი ლოჟის სტრუქტურა და დაფუძნების წესი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც ინგლისში დაფუძნდა პირველი დიადი ლოჟა, რომელსაც ეწოდებოდა „ვესტმინსტერის პირველი დიადი ლოჟა“, დიადი ლოჟების სისტემა გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც.[5]
დიადი ლოჟა შეიძლება დაფუძნდეს პირველობის პრინციპით ტერიტორიაზე, სადაც არ არსებოს, არ ფუნქციონირებს სუვერენული დამოუკიდებელი დიადი ლოჟა, ე.წ. „ცარიელი ტერიტორია“. დიადი ლოჟა შეიძლება დაფუძნდეს 3 ღირსეული ლოჟის მიერ, რომელიც თავად არის კანონიერად დაფუძნებული სხვა დიადი ლოჟის მიერ და შედის მის მორჩილებაში. დიადი ლოჟა შეიძლება დაფუძნდეს სხვა დიადი ლოჟის მიერ პირდაპირი კურთხევით - ინსტალაციით.
დიადი ლოჟის სტრუქტურაში შედის კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული ქვისმთლელთა ღირსეული ლოჟები, რომლებიც ერთიანდებიან საერთო კავშირში.[6] დიადი ლოჟა არ უყოფს მის იურისდიქციას მასონური წესდებების სტრუქტურებს, სხვადასხვა წესდებას, როგორიც არის, მაგალითად, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება და მისი უმაღლესი საბჭო.[7] ამ შემთხვევაში, დიადი ლოჟა მართავს წესდების პირველ სამ საფეხურს, ხოლო უმაღლესი საბჭო - მეოთხე- ოცდამეცამეტეს. მათ შორის ფორმდება ურთიერმეგობრობის და კავშირის ხელშეკრულება.
დიადი ლოჟა საქართველოში
რედაქტირებასაქართველოს დიადი ლოჟა - სრული სახელწოდება - „უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი (Ancient Free & Accepted Freemasons’ Order – Grand Lodge of Georgia), წარმოადგენს თავისუფალ ქვისმთლელთა რეგულარული ლოჟების გაერთიანებას - ფედერაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც არ უყოფს და არ უზიარებს მის იურისდიქციას სხვა ნებისმიერ მასონურ წარმონაქმნს. საქართველოს დიადი ლოჟა დააფუძნა სამმა რეგულარულმა, თავის მხრივ კანონიერად დაფუძნებულმა ღირსეულმა ლოჟამ (Worshipful Lodge) 2015 წლის 14 მარტს,[8] ქ. თბილისში:
- „მეფე დავით აღმაშენებელი“
- „წმინდა თამარ მეფე“ და
- „გიორგი V ბრწყინვალე“
საქართველოს დიადი ლოჟა წარმოადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე პირველ მასონურ გაერთიანებას მორჩილებას (დიად ლოჟას) საქართველოს ისტორიაში.
ჩრდილოეთ ამერიკის დიადი ლოჟების მასონური აღიარების კომისიამ[9] ჩაატარა მოკვლევა და 2022 წელს[9] წარმოადგინა დასკვნა საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ორგანიზაციების წარმოშობის არაკანონზომიერების შესახებ. 2023 წლის თებერვალში, ჩრდილოეთ ამერიკის დიადი ლოჟების მასონური რეგულარულობისა და აღიარების კომისიამ, რომლის შეფასებას იზიარებს (თითქმის სავალდებულო ხასიათით) ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის 100-ზე მეტი მასონური დიადი ლოჟა და პატივს სცემს ამ შეფასებას ინგლისის და კუნძულების, ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიზიისა და აფრიკის დიადი ლოჟები, გამოსცა ანგარიში, რომელშიც პირდაპირ, ცალსახად და გარკვევით არის მითითებული, რომ უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი - საქართველოს დიადი ლოჟა (AF&AM Grand Lodge of Georgia) წარმოადგენს ერთადერთ კანონიერად დაფუძნებულ რეგულარულ მასონურ გაერთიანებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და აუწყებს მსოფლიოს ყველა რეგულარულ დიად ლოჟას, რომ საქართველოს დიადი ლოჟა შეესაბამება რეგულარულობის და აღიარების პრინციპებს.[10]
საქართველოს დიადი ლოჟა 2023 წლის 24 ივნისის მდგომარეობით შედგება 13 ლოჟისგან.[11] საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე ღირსეული სიმბოლური ლოჟების უმეტესობა მუშაობს უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების პირველი სამი - შეგირდის, თანამოძმის და ოსტატის. რიტუალით. მხოლოდ ერთი ლოჟა მუშაობს ფრანგული წესდების ტრადიციული რიტუალით (1°-3°). საქართველოს დიადი ლოჟა რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით 2015 წლის 30 ივნისიდან.
საქართველოს დიად ლოჟას აღიარებს მსოფლიოს რეგულარული მასონური დიადი ლოჟები - 2023 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, ასეთი 60-ზე მეტი ურთიერთ აღიარებაა, მათ შორის - საბერძნეთი, ფლორიდა, სამხრეთ აფრიკა, იაპონია, ინდოეთი, საფრანგეთი, ჰავაი, ვენესუელა, ეკვადორი, ბრაზილიური დიადი ლოჟები, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, ბენინი და მრავალი სხვა. საქართველოს დიადი ლოჟა დიად ლოჟათა საერთაშორისო და ევროპული გაერთიანების წევრია.[12]
საქართველოს დიად ლოჟას გაფორმებული აქვს კონკორდატი უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა სქართველოს უმაღლეს საბჭოსთან,[7] რაც მის წევრებს აძლევს საშუალებას განვითარდნენ წესდების (Rite) 4-33 ხარისხებში. საქართველოს დიადი ლოჟის წევრები ინგლისის როზენკროიცერთა საზოგადოების წევრები ხდებიან.
დიადი ლოჟის პრინციპები
რედაქტირება- მსოფლიოს რეგულარულ დიად ლოჟების ქვაკუთხედი პრინციპებია
- დიადი ლოჟის ყველა წევრის მიერ სამყაროს დიადი ხუროთმოძღვრის აღიარება;
- დიად ლოჟაში შემავალ ღირსეულ ლოჟაში წარმოდგენილი უნდა იყოს სამი დიადი სინათლის წყარო: საყოველთაოდ გახსნილი წმინდა კანონთა კრებული და მასზე განთავსებული ფარგალი და გონიო;
- დიად ლოჟას უნდა გააჩნდეს სრული სუვერენიტეტი სიმბოლურ ხარისხებზე; ნებისმიერი მასონური სტრუქტურისაგან მ.შ. მაღალი ხარისხებისგან დამოუკიდებლობა;[13]
- დიად ლოჟაში შემავალ ღირსეულ ლოჟებში შერეული რიტუალური მუშაობის დაუშვებელია;
- დიად ლოჟაში და მის ფედერაციაში შემავალ ღირსეულ ლოჟებში პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე მსჯელობის აკრძალულია;[14]
დიადი ლოჟის ძირითადი საფუძვლები
რედაქტირებათავისუფალი ქვისმთლელობა საკუთარ საფუძველს იღებს განმანათლებლური ორგანიზაციებისაგან, რომლებმაც აღიქვეს უძველესი მშენებლების სიმბოლიკა. მასონობის ჩვეულებები და რიტუალები წარმოადგენენ უხსოვარი დროის განმავლობაში განვითარების შედეგს, მათ ასევე უძველეს აღთქმებს და ლენდმარკებს უწოდებენ. ეს წეს - ჩვეულებები და ლენდმარკები გადაეცემათ ოსტატებისგან შეგირდებს, მათ შეიცავს სხვადასხვა უძველესი ტექსტი, რომელნიც ითვლებიან ორდენის ფუძემდებელ დოკუმენტებად. მათში აღწერილია და წარმოდგენილია საყოველთაოდ მიღებული და უცვლელი, დროსა და სივრცეში, მასონური პრინციპები.[15]
მასონური ლოჟა - ეს არის დამოუკიდებელი ადამიანების თავისუფალი ერთობა, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან და მიილტვიან ისეთი იდეალებისაკენ, როგორიც არის თავისუფლება, თანასწორობა, მშვიდობა, სიყვარული და ძმობა. მასონობა მიიჩნევს საკუთარ მიზნებად საკუთარი წევრების, საერთო ჯამში კი კაცობრიობის, ზნეობრივ განვითარებას, ისევე, როგორც ჭეშმარიტ ქველმოქმედებას.
მასონთა დიადი ლოჟა ყველა მის წევრს ავალდებულებს სხვისი აზრის პატივისცემას და სასტიკად კრძალავს ნებისმიერ დისკუსიას პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე ლოჟებში, რათა მუდამ წარმოადგენდეს ძმური ერთობის შეუცვლელ ჰარმონიულ ცენტრს.
ქვისმთლელები, რომლებიც ლოჟაში იკრიბებიან, ვალდებულნი არიან უყვარდეთ საკუთარი სამშობლო, სახელმწიფო, იყვნენ ერთგულნი მისი კანონმდებლობისა და კანონიერად არჩეული ხელისუფლებისა; თვლიდნენ, რომ შრომა არის ადამიანის უპირველესი ვალდებულება და აღიარებდნენ ასეთ შრომას მისი ყველა ფორმით.[16]
დიადი ლოჟის პრინციპები
რედაქტირებადიადი ლოჟა, როგორც მასონთა ფედერაცია, ერთობა, საძმო წარმოადგენს ფილანთროპიულ, ფილოსოფიურ და პროგრესულ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ეძიებს ჭეშმარიტების ძიებას, მორალური კანონების შესწავლასა და სოლიდარობის პრაქტიკას. მასონობა მუშაობს მატერიალურ და მორალურ სრულყოფილებაზე, ადამიანის ინტელექტუალურ და სოციალურ სრულყოფილებაზე. მისი პრინციპებია ურთიერთ თმენა, საკუთარი თავის და სხვისი პატივისცემა, ცნობიერის აბსოლუტური თავისუფლება.
მეტაფიზიკური კონცეფციების განხილვისას, როგორც განსაკუთრებული სფეროსი საკუთარი წევრების ინდივიდუალური შეფასებისა, მასონობა უარყოფს მიიღოს ნებისმიერი სახის დოგმატური მტკიცებულება. ეს დამატებით ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს სეკულარიზმს.[17]
დიადი ლოჟის მიერ აღიარებული რეგულარულობის თორმეტი პრინციპი
რედაქტირება- მასონობა არის ხელდასმითი (ინიციაციური განდობის) საძმო, ემყარება რა შემქმნელის - სამყაროს დიადი ხუროთმოძღვრის რწმენას.
- მორჩილება ეფუძნება მასონური საძმოს უძველეს აღთქმებს და ქვაკუთხედებს (ლენდმარკებს), რომელნიც შეიცავენ ორდენის ძირითად ტრადიციებს, რომელთა შესრულება და დაცვა წარმოადგენს რეგულარულობის პირობას.[18]
- მასონობა წარმოადგენს ორდენს, რომელიც იღებს საკუთარ რიგებში თავისუფალ და კეთილი სახელის მქონე მამაკაცებს, ვინც თანახმაა იშრომოს მშვიდობის, სიყვარულისა და ძმობის იდეალების მისაღწევად და განსამტკიცებლად.
- მასონობა საკუთარ მიზნად ისახავს საკუთარი წევრებისა და საერთოდ მთელი კაცობრიობის ზნეობრივ სრულყოფას.
- მასონობა ავალდებულებს საკუთარ წევრებს მკაცრად და ზუსტად დაიცვან ყველა რიტუალი და მასონური სიმბოლიკის ტრადიციები, როგორც ორდენის სხვა წევრების მიერ ორდენის ხელდასმის პრინციპებისა და საფუძველების აღიარებისა.
- მასონობა ავალდებულებს ძმებს სხვისი აზრისა და ურთიერთ პატივისცემას. ორდენში აკრძალულია რაიმე სახის დისკუსია რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება ძმებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ვნებები გამოიწვიოს. მასონობა თვლის თავს ძმური ერთობის, თმენისა და ურთიერთგაგების, სულიერი ჰარმონიის ცენტრად.
- მასონები ტოვებენ პროფანულ სამყაროსა და ხვდებიან ლოჟაში, რომელშიც მუდამ იმყოფება ორდენის სამი დიადი მნათობი: წმინდა კანონთა კრებული; ფარგალი და გონიო. ძმები შესაბამის რიტუალში მუშაობენ, იცავენ და ემორჩილებიან ორდენის ძირითად პრინციპებს, დიადი ლოჟის კონსტიტუციასა და საერთო რეგლამენტს.
- მასონური მორჩილება იღებს საკუთარ ლოჟებში მხოლოდ კეთილი სახელისა და რეპუტაციის მამაკაცებს, რომლებიც არიან ერთგულნი სახელმწიფო კანონმდებლობასა და კანონიერად არჩეული ხელისუფლებისა, ყოველ მხრივ ღირსეულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება რომ ეწოდოს ძმა, რომლებსაც სწამთ ადამიანის დიადი დანიშნულებისა და განგების შეუზღუდავი ძლიერებისა.
- მასონები საკუთარი მაგალითით და დაუღალავი შრომით იცავენ მასონურ საიდუმლოებას, ორდენის საკეთილდღეოდ.
- მასონები იღებენ ვალდებულებას დაეხმარონ ერთმანეთს, ასევე, დაიცვან სიმშვიდე, კეთილგონივრულობა და სიბრძნე, როგორც მოქმედებებში, ასევე სიტყვებში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Alain Bauer Roger Dachez, p. 83-84.
- ↑ Daniel Kerjan 2014, p. 26.
- ↑ Paul Bessel, U.S. Recognition of French Grand Lodges in the 1900s, vol. 5, Heredom : The Transactions of the Scottish Rite Research Societe, 1996
- ↑ Daniel Kerjan, Les Débuts de la franc-maçonnerie française, Paris, Dervy,, 2014
- ↑ Douglas Knoop, The Genesis of Freemasonry, Manchester University Press, 1947.
- ↑ Daniel Ligou, Dictionnaire de la franc-maçonnerie, Paris, Presses universitaires de France, 2017, 5e éd. (1re éd. 1986), 1 376 p.
- ↑ 7.0 7.1 Supreme Council of Georgia
- ↑ It was founded the Grand Lodge of Georgia (Tbilisi)
- ↑ 9.0 9.1 Reports of the Commission
- ↑ Reports of the Commission
- ↑ Grand Lodge of Georgia
- ↑ 2023 List of Masonic Grand Lodges Europe
- ↑ «Juridiction» , sur scdf.net (consulté le 31 mai 2020)
- ↑ «Anderson’s Constitutions of 1723»
- ↑ Daniel Ligou, Dictionnaire de la franc-maçonnerie, Paris, Presses universitaires de France, 2017, 5e éd. (1re éd. 1986), 1 376 p.
- ↑ Marc Halévy, «Qu’est-ce que la Franc-Maçonnerie?», L'inactuelle, 11 septembre 2019
- ↑ Alain Bauer et Roger Dachez 2007
- ↑ Notamment R. D. Cooper, conservateur du musée de la Grande Loge d'Écosse et de la bibliothèque maçonnique d'Édimbourg Source [archive]