ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კირილ ალექსანდრეს ძე ტოლმაცკი (რუს. Кирилл Толмацкий) — რუსი რეპ-შემსრულებელი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მსახიობი და პოეტი, ცნობილია სასცენო ფსევდონიმით დეცლი[1], Le Truk და ჯუზეპე ჟესტკო[2]. დეცლი, რუსეთის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია და რუსული ჰიპ-ჰოპის პირველი ცნობილი შემსრულებელია დსთ-ში[3].

კირილ ტოლმაცკი
რუს. Кирилл Толмацкий

დეცლი
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც დეცლი, Le Truk, Juzeppe Jostko
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1983
დაბ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
წარმოშობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკრუსეთის დროშა რუსეთი
გარდ. თარიღი 3 თებერვალი, 2019 (35 წლის)
გარდ. ადგილი იჟევსკი, უდმურტეთი, რუსეთი
დასაფლავებულია Pyatnitskoye cemetery
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი, რეპი, პოპ-რეპი, რეგი, რეგამაფინი, დენსჰოლი, ელექტრონული მუსიკა, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა რეპერი
ლეიბლ(ებ)ი P.M.Only Booking Agency, Микс Медиа, Media Star, Universal Music (Russia), Rydarecordz, ЦАО СПБ Records
დეცლი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დეცლი, 1983 წლის 22 ივლისს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. მამა — ალექსანდრე ტოლმაცკი (დ. 1960), ქარხანა „Серп и молот“-ის კულტურის სახლის დიჯეი, 1987 წლიდან — პროდიუსერი, რადიო Next-ის დამაარსებელი (2005), 2011 წლიდან - ტელეარხ A-One-ის გენერალური პროდიუსერი. პირადი მიზეზით, ბოლო 15 წლის განმავლობაში კირილს მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა[4]. დედა — ირინა ტოლმაცკაია (დ. 1963), სამედიცინო ადმინისტრატორია[5]. დედამისი სწავლობდა შვეიცარიაში და დაამთავრა მოსკოვის British International School. კირილს ჰყავს ნახევარდა ანფისა (დ. 2009, მამის მეორე ქორწინებიდან) და ძმა თეოდორე[6][7].

შემოქმედებითი კარიერა

რედაქტირება

დეცლის პირველი დებიუტი 1999 წელს შედგა, მოსკოვში გამართულ ფესტივალზე Adidas StreetBall Challenge.

მისი სადებიუტო ალბომია „Кто? ты“, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, რომლის ასლი მილიონზე მეტი ტირაჟით გამოიცა[8]. ამ ალბომისთვის დეცლმა, მოიპოვა პრემია „Рекордъ-2001“ ნომინაციაში „წლის დებიუტი“, ასევე MTV Video Music Awards-ის ჯილდო კლიპისთვის "Вечеринка" ნომინაციაში „მაყურებელთა სიმპათიის რუსული პრიზი“[9][10].

დეცლის მუსიკალური ალბომები დიდი პოპულარულობით სარგებლობს. რუსულენოვანი რადიო და ტელვიზიების მუსიკალურ ჩარტებში რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალ რეიტინგს ინარჩუნებდა. დეცლი აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას გარდაცვალებამდე ეწეოდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

2007 წელს, იჟევსკურ გამოცემაში „Fanlife“ დეცლმა თქვა, რომ 35 წლის ასაკში საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას გეგმავდა:

 
„Наверно, инсценирую в 35 свою смерть и поеду курить огромный джойнт на какой-нибудь остров, и не буду париться о том, что в Вавилоне что-то происходит[11][12].“

2015 წელს, ვორონეჟის სააგენტოსთვის „Галерея Чижова“ მიცემულ ინტერვიუში, დეცლმა ისევ გაიმეორა თავისი გეგმის შესახებ:

 
„Мир многогранен. Столько всего интересного происходит, что жизни на всё не хватит. Поэтому я собираюсь прожить минимум 450 лет. Когда-то я хотел бы инсценировать свою смерть в 35 лет и уехать жить на остров. Осталось несколько лет — надо подумать над этой темой[13][14].“

2019 წლის 3 თებერვალს, დეცლი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქალაქ იჟევსკში, ერთ-ერთი კაფის კერძო წვეულებაში მონაწილეობდა. სცენაზე გამოსვლის შემდეგ, საგრიმიოროში თავი ცუდად იგრძნო. ის ხელის მტევნების ტკივილს უჩიოდა, რომელსაც თან კრუნჩხვებიც დაერთო[15]. რეპერი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა, მიუხედავად საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევისა[16][17].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
  • ქვრივი — იულია კისილიოვა, ნიჟეგოროდის ყოფილი მოდელი[18].
  • ვაჟიშვილო — ანტონ ტოლმაცკი (დ. 17 ივნისი, 2005), ცნობილია როგორ ტონი[19].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ДеЦл на обложке журнала "ПТЮЧ" 1999 года. ციტირების თარიღი: 2019-02-15
  2. Биография Кирилла Толмацкого (Децла). ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-10-09.
  3. Децл | RAP.RU. ციტირების თარიღი: 2020-06-30.
  4. Vokrug.tv, 6 февраля 2019. Кирилл Толмацкий около 15 лет не общался с родителем и не знакомил его с Антонием
  5. Александр Толмацкий — биография
  6. Александр Толмацкий в третий раз стал отцом
  7. У Децла родилась сестра. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-06. ციტირების თარიღი: 2021-03-25.
  8. Новейшая история отечественного кино, 1986-2000, ტ. 7: Кино и контекст. 1997-2000, СПб.: Сеанс, 2004. — გვ. 526, ISBN 5-901586-07-7.
  9. Децлу не удалось сходить в туалет с Эминемом (2000-09-19). ციტირების თარიღი: 2020-05-29.
  10. Награжден гомофоб и женоненавистник. www.kommersant.ru (2000-09-09). ციტირების თარიღი: 2020-05-29.
  11. Всплыло интервью Децла о его планах инсценировать свою смерть в 35 лет
  12. Децл 12 лет назад «предсказал» свою смерть
  13. Децл собирался инсценировать свою смерть в 35 лет
  14. Децл рассказывал о планах инсценировать смерть в 35 лет
  15. Последний концерт Децла: Следователи допросили юбиляра
  16. Умер известный рэпер Децл. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 2021-03-25.
  17. Стали известны подробности последних минут жизни Децла
  18. ДеЦл навестил бабушку своей жены в Дзержинске Нижегородской области — Новости — Новый Нижний. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-05. ციტირების თარიღი: 2021-03-25.
  19. Сергей Сурепин. (2019-03-03) Три слова. Отец Децла назвал имя сына покойного рэпера. ციტირების თარიღი: 2019-07-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეცლი“-დან