დეტროიტ პისტონსის მთავარი მწვრთნელები
დეტროიტ პისტონსი (ინგლ. Detroit Pistons) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. პისტონსი შეიქმნა 1946 წელს, რომლის ახლანდელი სათამაშო ბაზაა The Palace of Auburn Hills, რომელიც მდებარეობს ობურნ ჰილსში, მიჩიგანი. თავდაპირველად გუნდი დაფუძნებული იყო ფორტ უეინში, ინდიანა როგორც ფორტ უეინ პოსტონსი, რომელიც იმ დროისთვის იყო წევრი ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBL) 1941 წელს, სადაც საბოლოოდ 2 ჩემპიონის ტიტული მოიგეს. გუნდი NBA-ს 1948 წელს შეუერთდა. ფორტ-უეინში გატარებული 9 სეზონის შემდეგ, გუნდი გადავიდა დეტროიტში, მიჩიგანის შტატში 1957 წელს, რითაც გუნდმა შეძლო ფინანსურად დაწეოდა ისეთ გუნდებს, რომლებიც დიდ ქალაქებში მდებარეობდნენ. 1980 წელს, გენერალურმა მენეჯერმა ჯეკ მაკკლოსკიმ დიდი წვლილი შეიტანა პისტონსის მომავალ ჩემპიონობაში, როდესაც ისაია თომასი აიყვანა დრაფტზე, ასევე ჯოუ დამერსი და დენის როდმენი, მთავარ მწვრთნელად კი ჩაკ დელი გაუწესა გუნდს. 1980 წლის პისტონსი, ცნობილია როგორც „ცუდი ბიჭები“ მათი ფიზიკური თამაშის სტილის გამო, რომლითაც 2 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 1989 და 1990 წლებში დელის დაქვემდებარებისას. პისტონსმა მე-3 NBA ჩემპიონის ტიტული 2004 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს უკვე ლარი ბრაუნი წვრთნიდა.
პისტონსის ისტორიაში 32 მთავარი მწვრთნელი იყო მას შემდეგ, რაც გუნდი NBA-ში გადავიდა. NBA-ში გადმოსვლის დროს, პისტონსის პირველი მთავარი მწვრთნელი კარლ ბენეტი იყო, რომელიც გუნდს მხოლოდ და მხოლოდ 6 თამაშის განმავლობაში ედგა სათავეში, რომლიდანაც ექვსივე მარცხი იყო. ჩაკ დელი არის გუნდის ყველა დროის რეგულული სეზონში ჩატარებული მატჩებით (738), რეგულარულ სეზონში გამარჯვებებით (467), პლეი-ოფში ჩატარებული მატჩებით (113) და ასევე პლეი-ოფში მოგებული (71). ფლიპ სანდერსი ლიდერობს გუნდს, რეგულარულ სეზონში გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებლით (.715). ჩაკ დელი და ლარი ბრაუნი არიან პისტონსის მხოლოდ ის მწვრთნელები, რომლებიც შეყვანილი იქნენ კალათბურთის დიდების დარბაზში, როგორც მწვრთნელი. დალი ასევე არჩეული იქნა NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. რეი სკოტი და რიკ კარლაისლმა შეძლეს NBA წლის მწვრთნელის ტიტულის მოპოვება 1973-74 და 2001-02 წლების სეზონში პისტონსში ყოფნის დროს. 32 მწვრთნელიდან 15, NBA სამწვრთნელო კარიერა პისტონსში ადიწყო. კარლი არმსტრონგი, რედ როჩა, დიკ მაკგირი, დეივ დებუშირი, დონი ბატჩერი, ტერი დიშინგერი, ირლ ლოიდი, სკოტ და მაიკლ ქერი გუნდის მწვრთნელები, და ასევე ყოფილი პისტონსის მოთამაშეები იყვნენ.
მნიშვნელობები
რედაქტირებაGC | რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში |
W | გამარჯვება |
L | წაგება |
W% | გამარჯვების % |
# | მერამდენე მწვრთნელი იყო[a] |
* | სამწვრთნელო კარიერა დაიწყო პისტონსში |
† | არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი |
მწვრთნელები
რედაქტირებასტატისტიკა შესწორებულია 2010-2011 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ. სტატისტიკაში არ არის შესული გუნდის NBL სეზონები.
# | სახელი | წლები[b] | GC | W | L | Win% | GC | W | L | Win% | მონაგარი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რეგულარული სეზონი | პლეი-ოფი | ||||||||||
1 | კარლ ბენეტი* | 1948 | 6 | 0 | 6 | .000 | — | — | — | — | |
2 | კარლი არმსტრონგი* | 1948-1949 (როგორც მოთამაშე მწვრთნელი) | 54 | 22 | 32 | .407 | — | — | — | — | |
3 | მიურეი მენდენეილი* | 1949-1951 | 136 | 72 | 64 | .529 | — | — | — | — | |
4 | პოლ ბირჩი | 1951-1954 | 207 | 105 | 102 | .507 | 14 | 4 | 10 | .286 | |
5 | ჩარლი ეკმენი* | 1954-1957 | 241 | 123 | 118 | .510 | 24 | 10 | 14 | .417 | |
6 | რედ როჩა* | 1957-1960 | 153 | 65 | 88 | .425 | 10 | 4 | 6 | .400 | |
7 | დიკ მაკგირი | 1959-1960(როგორც მოთამაშე მწვრთნელი) 1960-1963 |
280 | 122 | 158 | .436 | 21 | 8 | 13 | .381 | |
8 | ჩარლზ უოლფი | 1963-1964 | 91 | 25 | 66 | .433 | — | — | — | — | |
9 | დეივ დებუშირი* | 1964-1967 (როგორც მოთამაშე მწვრთნელი) | 222 | 79 | 143 | .356 | — | — | — | — | |
10 | დონი ბატჩერი* | 1967-1968 | 112 | 52 | 60 | .464 | 6 | 2 | 4 | .333 | |
11 | პოლ სეიმორი | 1968-1969 | 60 | 22 | 38 | .367 | — | — | — | — | |
12 | ბაჩ ვან ბრედა კოლფი | 1969-1971 | 174 | 82 | 92 | .471 | — | — | — | — | |
13 | ტერი დიშინგერი* | 1971(როგორც მოთამაშე მწვრთნელი) | 2 | 0 | 2 | .000 | — | — | — | — | |
14 | ირლ ლოიდი* | 1971-1972 | 77 | 22 | 55 | .286 | — | — | — | — | |
15 | რეი სკოტი* | 1972-1976 | 281 | 147 | 134 | .523 | 10 | 4 | 6 | .400 | 1973-1974 წლის მწვრთნელი |
16 | ჰერბ ბრაუნი* | 1976-1977 | 146 | 72 | 74 | .493 | 12 | 5 | 7 | .417 | |
17 | ბობ კოფმენი* | 1977-1978 | 58 | 29 | 29 | .500 | — | — | — | — | |
18 | დიკ უიტეილი* | 1978-1979 | 94 | 34 | 60 | .362 | — | — | — | — | |
19 | რიჩი ედუბატო | 1979-1980 | 70 | 12 | 58 | .171 | — | — | — | — | |
20 | სკოტი რობერტსონი | 1980-1983 | 246 | 97 | 149 | .394 | — | — | — | — | |
21 | ჩაკ დელი† | 1983-1992 | 738 | 467 | 271 | .633 | 113 | 71 | 42 | .628 | 2 NBA ჩემპიონი (1989, 1990) ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის |
22 | რონ რონშტეინი | 1992-1993 | 82 | 40 | 42 | .488 | — | — | — | — | |
23 | დონ ჩეინი | 1993-1995 | 164 | 48 | 116 | .293 | — | — | — | — | |
24 | დაგ კოლინსი | 1995-1998 | 209 | 121 | 88 | .579 | 8 | 2 | 6 | .250 | |
25 | ელვინ გენტრი | 1998-2000 | 145 | 73 | 72 | .503 | 5 | 2 | 3 | .400 | |
26 | ჯორჯ ირვინი | 2000-2001 | 106 | 46 | 60 | .434 | 3 | 0 | 3 | .000 | |
27 | რიკ კარლაისლი | 2001-2003 | 164 | 100 | 64 | .610 | 27 | 12 | 15 | .444 | 2001-2002 წლის მწვრთნელი |
28 | ლარი ბრაუნი† | 2003-2005 | 164 | 108 | 56 | .659 | 48 | 31 | 17 | .646 | NBA ჩემპიონი (2004) |
29 | ფლიპ სანდერსი | 2005-2008 | 246 | 176 | 70 | .715 | 51 | 30 | 21 | .588 | |
30 | მაიკლ ქარი* | 2008-2009 | 82 | 39 | 43 | .476 | 4 | 0 | 4 | .000 | |
31 | ჯონ კასტერი* | 2009-2011 | 164 | 57 | 107 | .348 | — | — | — | — | |
32 | ლოურენს ფრენკი | 2011-დღემდე | — | — | — | — | — | — | — | — |