დესის საცხოვრებელი კომპლექსი

დესის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ დესის განაპირას ჩრდილო-აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შედგება საცხოვრებელი სახლისა, საბრძოლო კოშკისგან და ამ ორი შენობის დამაკავშირებელი შენობისგან. ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. დანგრეულია შენობების სახურავები და სართულშორისი გადახურვები.

საცხოვრებელი სახლი

რედაქტირება

ორსართულიანია, ორივე სართული გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია, ორივე შედგება სამი არათანაბარი ფართობის მქონე სათვსოსოაგან. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, პირველ სართულზე. კარი სწორკუთხაა. პირველ სართულზევეა (19x15,8 მ) დერეფანი და საქონლის ორი სადგომი, სადგომებში შესასვლელები დერეფნიდანაა. ჩრდილოეთ სადგომისა და დერეფანს შორის კედელში გაჭრილია სარკმელი, ჭერში დატანებულია მეორე სადგომზე ასაძრომი ხვრელი.

მეორე სართული (19x17,8 მ) საცხოვრებელია. ოთახები დაკავშირებულია კარებებით. დასავლეთ სათავსო კედელშია შეჭრილი და პირველი სართულის დასავლეთ სათავსოზე დიდია. კედელში ორი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმელი ასევე ჩრდილოეთ სარკმელის აღმოსავლეთ კედელშიცაა. სამხრეთ კედელში შესასვლელი და მაღალი, ფართო სწორკუთხა სარკმელია.

გეგმით კვადრატულია (6,15x6,25 მ), ოთხსართულიანი (სიმაღლე 10,6 მ). პირველი სართული სამალავი იყო ხოლო მეორე და მესამე ოჯახის თავშესაფარი საშიშროების დროს, მეოთხე - სათავდაცვო და სათვალთვალო. კოშკის შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულზე, მიწიდან 2,8 მეტრზე. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან თარაზურადაა გადახურული. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფური ხვრელებია. მესამე სართულის კედლებში კი კიდევ რამდენიმე სათოფური და სარკმელია. მეოთხე სართულის ოთხივე კედელში თითო სალოდე.

ლიტერატურა

რედაქტირება