დერ ადლერი (ჟურნალი)

„დერ ადლერი“ (გერმანულიდან „Der Adler“, ქართულად „არწივი“) — სახელწოდება პროპაგანდისტული პერიოდიკული გამოცემისა, რომელიც გერმანიის რაიხის წლებში გამოდიოდა და ლუფტვაფეს ეკუთვნოდა. „დერ ადლერი“ ილუსტრირებული ჟურნალი იყო. ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაიხის საჰაერო მომოსვლის სამინისტრო შეუდგა ლუფტვაფეს საქმიანობისადმი მიძღვნილი ჟურნალის გამოცემას. შინაარსობრივად „დერ ადლერი“ ეფუძნებოდა რაიხის პროპაგანდის სამინისტროს.

„დერ ადლერი“
ენა ინგლისური , ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური და რუმინული
პუბლიკაციის დეტალები
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
გამოცემის სიხშირე ორ კვირაში ერთხელ

„დერ ადლერის“ მთავარი რედაქტორი იყო გეორგ ბოზე (Georg Bose). ჟურნალის რედაქციის შტაბ-ბინა ბერლინი-შარლოტენბურგში.

პერიოდულობა

რედაქტირება

„დერ ადლერი“ ყოველ 14 დღეში გამოდიოდა. ჟურნალი იყო ილუსტრირებული და 32 გვერდზე, ორ ენაზე (ინგლისურად და გერმანულად) იბეჭდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჟურნალი გერმანულ და ინგლისურ ენაზე ცალ-ცალკე გამოიცემოდა. საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ კი დაემატა ფრანგული გამოცემაც. ფრანგულენოვანი გამოცემა 1944 წელს შეაჩერეს, ხოლო ინგლისურენოვანი კი 1944 წლის აგვისტომდე გამოდიოდა. არსებობდა აგრეთვე ჟურნალის ესპანურენოვანი გამოცემა. საკუთრივ გერმანული გამოცემა 1945 წლის თებერვლამდე სულ უფრო მზარდად კლებადი ტირაჟით გამოდიოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება