დერუენტის ხეობის ფაბრიკები
დერუენტის ხეობის ფაბრიკები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ინგლისის დერბშირის საგრაფოში, მდინარე დერუენტის გასწვრივ. თანამედროვე ფაბრიკების სისტემა აქ 1772-1775 წლებში გაჩნდა რიჩარდ არკრაიტის მიერ გამოგონებული ბამბის სართავი ახალი ტექნოლოგიების წყალობით. ტექნოლოგიური წინსვლების წყალობით, შესაძლებელი გახდა ბამბის უწყვეტი წარმოება. სულ მალე სისტემა მთელს ხეობაში გავრცელდა, ხოლო უკვე 1788 წლისთვის ბრიტანეთის მასშტაბით აკვარაიტის ტიპის 200 ფაბრიკა იყო. ახალი გამოგონება მალე ევროპასა და აშშ-შიც იქნა გავრცელებული.
დერუენტის ხეობის ფაბრიკები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 51°01′13″ ჩ. გ. 1°29′59″ დ. გ. / 51.02028° ჩ. გ. 1.49972° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2001 (25-ე სესია) |
ნომერი | 1030 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1030 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტექსტილის ბუმის დასრულებისთანავე, საწარმოები სწრაფად გაიყიდა და სხვადასხვა მფლობელის ხელში გადადიოდა. 1929 და 1961 წლის ხანძრებმა ფაბრიკების უმრავლესობა გაანადგურა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: