დენი (ფარაონი)
დენი (უდიმუ) — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი II დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 2870-2820 წლებში[1]. მისი ჰორის სახელი იკითხება ასევე როგორც დენი, დევენი, უდიმუ და ითარგმნება, როგორც გამავრცელებელი, გადამჭიმველი, გამგრძელებელი. დენის პირადი სახელი, სეპატი, ცნობილია აბიდოსის სიის მიხედვით, ხოლო მანეთონი ბერძნულად მას უსეფაის უწოდებს.
არც ეგვიპტის სავარაუდო გამაერთიანებელს ჰორ აჰას, არც დენის წინამორბედ ფარაონებს ჯერის და ჯეტის, არ რგებიათ პატივი ეტარებინათ ორმაგი გვირგვინი. ზემოეგვიპტური თეთრი და ქვემოეგვიპტური წითელი გვირგვინების შეხამებით მიღებულ სამეფო გვირგვინს ატარებდა დენი, მან პირველმა მიიღო ასევე ტიტული „ზემო და ქვემო ეგვიპტის ფარაონი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Schneider Thomas. Lexikon der Pharaonen. — Düsseldorf: Albatros, 2002. — ISBN 3-491-96053-3.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Schneider Thomas. Lexikon der Pharaonen. — Düsseldorf: Albatros, 2002