დენი გებიდონი
დენი გებიდონი (დ. 8 აგვისტო, 1979) — ყოფილი უელსელი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა უელსურ კლუბ „პანტეგში“ მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა „ვესტ ბრომვიჩის“, „კარდიფის“, „ვესტ ჰემის“, „კუინზი პარკ რეინჯერსის“, „კრისტალ პალასისა“ და უელსის ეროვნული ნაკრების ღირსებას.
გებიდონი „კრისტალ პალასის“ შემადგენლობაში 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დენიელ ლეონ გებიდონი[1] | ||
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1979 | ||
დაბადების ადგილი | კუმბრანი, უელსი | ||
სიმაღლე | 178 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996–1998 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2000 | ვესტ ბრომვიჩი | 20 | (0) |
2000 | → კარდიფ სიტი | 7 | (0) |
2000–2005 | კარდიფ სიტი | 193 | (10) |
2005–2011 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 96 | (0) |
2011–2012 | კუინზი პარკ რეინჯერსი | 17 | (0) |
2012–2014 | კრისტალ პალასისა | 33 | (2) |
2014–2015 | კარდიფ სიტი | 1 | |
2015 | პანტეგი | 0 | (0) |
სულ | 366 | (12) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1999–2001 | უელსი 21 წლ. | 17 | (0) |
2002–2014 | უელსი | 49 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებაგებიდონმა კარიერა „ვესტ ბრომვიჩში“ დაიწყო. კლუბთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 1998 წელს გააფორმა, ხოლო „კლუბის“ მაისურით პირველი მატჩი 1999 წლის 20 მარტს „იპსვიჩ ტაუნის“ წინააღმდეგ ჩაატარა. გუნდში იგი თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერი მეგსონის მოსვლის შემდეგ, დენმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო მისი ადგილი კი დეს ლიტლმა დაიკავა. 2000/2001 სეზონზე გებიდონი იჯარით გადავიდა „კარდიფში“, რომელთანაც 2000 წლის სექტემბერში სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. „კარდიფ სიტი“ დენისთვის მშობლიურ კლუბად იქცა. ამ გუნდის მაისურით გებიდონმა დაახლოებით 200 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი ათჯერ აიღო.
2005 წელს ვესტ ჰემ „ვესტ ჰემის“ სკაუტებმა კარდიფის ცენტრალური დაცვის წყვილი დენი გებიდონი და ჯეიმზ კოლინზი შენიშნეს. „ვესტ ჰემში“ მისვლისთანავე იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, განსხვავებით კოლინზისაგან.
2011 წლის 24 ივლისს გებიდონმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „კუინზი პარკ რეინჯერსთან“. მისი დებიუტი კლუბში შედგა 2011 წლის 13 აგვისტოს, „ბოლტონ უონდერერსის“ წინააღმდეგ, ვისთანაც კლუბი დამარცხდა ანგარიშით 4:0..[3]
2012 წლის 18 სექტემბერს გებიდონი გახდა „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელი,[4] სადაც ასპარეზობდა 2014 წლამდე.
2014 წლის 1 სექტემბერს იგი კვლავ „კარდიფის“ ფეხბურთელი გახდა, თუმცა მან აქ მხოლოდ რვა თვე დაჰყო და 2015 წლის აგვისტოში შეუერთდა უელსურ კლუბ „პანტეგს“.
გებიდონმა უელსის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით 17 მატჩი ჩაატარა. 2002 წელს შედგა მისი დებიუტი უელსის ძირითად ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 2014 წლამდე. გებიდონს ნაკრებში არც ერთ მატჩში გოლი არ გაუტანია.
მიღწევები
რედაქტირება- საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი: 2002/03
- საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონის PFA-ის წლის გუნდი
- ინგლისის ასოციაციის თასის ფინალისტი: 2005/06
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დენი გებიდონი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- დენი გებიდონი — ESPN FC
- დენი გებიდონი ბიოგრაფია დაარქივებული 2006-05-16 საიტზე Wayback Machine. .
- პრემიერ ლიგის პროფილი დაარქივებული 2012-10-01 საიტზე Wayback Machine.
- უელსის ნაკრების პროფილი დაარქივებული 2012-04-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 161. ISBN 978-1-84596-601-0.
- ↑ D. Gabbidon: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 25 November 2018.
- ↑ „QPR snap up Danny Gabbidon on free transfer“. www.guardian.co.uk. London. 25 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Eagles snap up free agent Danny Gabbidon“. Crodon Today. 18 სექტემბერი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი, 2013. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება)