კატრინ დენევი
კატრინ დენევი (ფრანგ. Catherine Deneuve; დ. 22 ოქტომბერი, 1943, დაბადების სახელი Catherine Fabienne Dorléac, დენევი დედის გვარია) — სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, რომელსაც ხშირად „საფრანგეთის ბოლო მეგავარსკვლავს“ უწოდებენ.
კატრინ დენევი | |
---|---|
დაბადების სახელი | კატრინ ფაბიენ დორლიაკი |
დაბადების თარიღი |
22 ოქტომბერი, 1943 პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1957- |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის „შერბურგის ქოლგები“ (1964) ტრიუმფმა მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი ითამაში რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ზიზღი“ — განთქმული კინორეჟისორის პირველი ინგლისურენოვან ფილმში. შემდგომ წლებში უფრო განიმტკიცა წამყვანი ფრანგი მსახიობის რეპუტაცია, მუშაობდა რა მსოფლიოს კინოს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ლუის ბუნიუელი („ტრისტანა“, 1970), და ფრანსუა ტრიუფო („უკანასკნელი მეტრო“, 1980). მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნამუშევარი იყო ბუნიუელის ფილმი „შუადღის ლამაზმანი“ (1967). მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევებისა ჰოლივუდში, დენევი ამერიკული აუდიტორიისთვის დღემდე მხოლოდ ფრანგული პარფიუმერიის სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1965 | ფ | ზიზღი | Repulsion | კეროლი |
1967 | ფ | შუადღის ლამაზმანი | Belle de jour | სევერინ სერიზი |
1969 | ფ | მისისიპის ქალთევზა | La Sirène du Mississipi | ჟული რასელი |
1970 | ფ | ტრისტანა | Tristana | ტრისტანა |
1980 | ფ | უკანასკნელი მეტრო | Le Dernier Métro | მარიონ შტაინერი |
1992 | ფ | ინდოჩინეთი | Indochine | ელიანი |
2000 | ფ | სიბნელეში მოცეკვავე | Dancer in the Dark | კატი |
2002 | ფ | 8 ქალბატონი | 8 Femmes | გაბი |
2015 | ფ | უახლესი აღთქმა | The Brand New Testament | მარტინა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Catherine Deneuve კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Catherine Deneuve დაარქივებული 2013-08-01 საიტზე Wayback Machine. at filmsdefrance.com
- კატრინ დენევი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში