დემურ ტაბატაძე
დემურ ტაბატაძე (დ. 23 ივლისი, 1949, ტყიბული) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).
დემურ ტაბატაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ივლისი, 1949 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1971 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1971-1975 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის უნივერსიტეტის, ინჟინერი. 1975-1983 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის უნივერსიტეტის, ტექნიკური სექტორის ხელმძღვანელი. 1992-2009 წლებში სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის უნივერსიტეტის, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2009 წლიდან სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის უნივერსიტეტის, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1992-2006 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო და სეისმომედეგობის კათედრის დოცენტი. 2006-2013 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო და სეისმომედეგობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექნიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი პროფესორი. მის სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ნაკლებად გამოკვლეული საინჟინრო ამოცანები, რომლებიც ეხება ანაკრები ბრუნვითი გარსების გაანგარიშებას, რომელთა ზოგიერთი ფიზიკური და გეომეტრიული პარამეტრები იცვლებიან ნახტომისებურად, კერძოდ, მან შეისწავლა ისეთი ანაკრები გუმბათოვანი კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, რომელთა შემადგენელი ელემენტები დაკავშირებულია ერთმანეთთან იდეალური სახსრებით მერიდიანულ ან რგოლურ კვეთებში; განხილული აქვს აგრეთვე პლასტიკურ-ხისტი ორთოტროპული ბრუნევითი გარსების და ფენოვანი გარსების რაციონლური გაანგარიშება; დრეკად-პლასტიკური ანაკრები გარსების ზიდვის უნარის დადგენა. აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად იგი იყენებს აკადემიკოს შ. მიქელაძის მიერ წყვეტილი ამოხსნების კონსტრუირების მათემატიკურ აპარატს.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
- საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სამშენებლო მექანიკა : სახელმძღვანელო (თანაავტორი) // ნაწ. 1, ნაშენთა სტატიკა. თბ., ტექნ. უნ-ტი, 2005. გვ. 232
- ჩარჩოების გაანგარიშების გამარტივებული მეთოდები : დამხმარე სახელმძღვანელო (თანაავტორი). თბ., საქ. ტექნ. უნ-ტი, 1997. გვ. 86
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. თბ., 2016. გვ. 276-277