დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისში

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისში. მისი უმთავრესი მიზანია დემოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება.

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა 1991 წლის 28 მარტს დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევისა (შეიქმნა 1990 წელს ეკონომიკის ინსტიტუტის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყოფილების ბაზაზე) და სოციოლოგიური კვლევის (შეიქმნა 1989 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან) სამეცნიერო ცენტრების გაერთიანების საფუძველზე. მისი პირველი დირექტორი იყო ლეო ჩიქავა. 2006 წლიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ავთანდილ სულაბერიძე. 2009 წლის ივლისიდან ინსტიტუტი აფილირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება