დელის მეტროპოლიტენი

დელის მეტროპოლიტენი (ჰინდი दिल्ली मेट्रो) — ჩქაროსნული მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემა ინდოეთის დედაქალაქ დელიში. დელის მეტროპოლიტენი 2002 წლის 24 დეკემბერს გაიხსნა. მეტროსისტემა ქვეყანაში მეორეა კალკუტას მეტროპოლიტენის შემდეგ. დელის მეტროპოლიტენს აქვს როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ხაზები.

დელის მეტრო
დელის მეტროსსქემა

დელის მეტროს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, გაეროსგან გარესამყაროსთან კეთილმეგობრული თანაარსებობის გამო თავისი კონსტრუქციის წყალობით.

დელის მეტროს შექმნის კონცეფცია პირველად 1960 წელს ჩამოყალიბდა Delhi Master Plan-ის მიერ, ხოლო ჩარჩო-დოკუმენტი მეტროს აშენების თაობაზე 1978 წელს გაფორმდა მეტროსა და რკინიგზის სამშენებლო კომპანიაში.

ამის მიუხედავად, მეტროს ასაშენებლად უშუალო სამუშაოები 1995 წლის 5 მარტსღა დაიწყო, როდესაც DMRC დაფუძნდა.

საკონსტრუქციო სამუშაოები 1998 წელს დაიწყო. 2000 წელს უთანხმოებაც კი წარმოიქმნა; რკინიგზის მინისტრმა DMRC-ის მიერ შემოთავაზებულ ლიანდაგზე უარი განაცხადა და საერთაშორისოდ აღიარებული ლიანდაგების დაგება მოინდომა. ამან ლიანდაგების გაყვანა ცოტათი შეაფერხა. პირველი ხაზი 2002 წლის 24 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში.

ხაზის სახელწოდება ნომერი მარშრუტი სიგრძე (კმ) სადგურების ნომრები მოძრავი შეადგენლობა[1]
 წითელი ხაზი 1 Dilshad Garden - Rithala 25.15 21 23 (21) მატარებელი
 ყვითელი ხაზი 2 Jahangirpuri - Central Secretariat 17.36[2] 15 13 (12) მატარებელი
 ლურჯი ხაზი 3 Indraprastha - Dwarka-ს სექტორი 9 32.10 31 24 (27) მატარებელი

საერთო სიგრძე = 74.5 კმ

ინდოეთის მეტროპოლიტენების სია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Project Update:Rolling Stock. Official webpage of DMRC. ციტირების თარიღი: 2008-12-29.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-05. ციტირების თარიღი: 2009-04-01.