დელირიუმი (ლორენ ოლივერის რომანი)

დელირიუმიამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის დისტოპიური რომანი. იგი დელირიუმის ტრილოგიის პირველი წიგნია. პირველად გამოიცა 2011 წლის 1 იანვარს, გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ. ტრილოგიის მეორე, ანუ დელირიუმის მომდევნო წიგნია პანდემონიუმი.

„დელირიუმი“
Delirium

ავტორი ლორენ ოლივერი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური ენა
სერია დელირიუმის ტრილოგია
ჟანრი მოზარდთა ლიტერატურა;
სასიყვარულო რომანი;
დისტოპიური რომანი
გამომცემელი HarperCollins
გამოცემის თარიღი 1 იანვარი, 2011
მთარგმნელი ნინო შეყილაძე
ქართულად გამოიცა 14 აგვისტო, 2015
გვერდი 383 (პირველი ბრიტანული გამოცემა);
424 (ქართული გამოცემა)
მომდევნო პანდემონიუმი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება პორტლენდში, მენის შტატში, ალტერნატიულ აწმყოში. ცივილიზაცია კონცენტრირებულია იმ ქალაქებში, რომლებიც გადაურჩნენ მძიმე დაბომბვებს ათწლეულების წინ. ქალაქებს შორის მგზავრობა უაღრესად შეზღუდულია. ქალაქს ტევრისგან (არაკონტროლირებადი ტერიტორია, რომელიც სავარაუდოდ დაბომბვის შედეგად განადგურდა) ელექტრო ღობე გამოჰყობს.

ტოტალიტარული სახელმწიფო საზოგადოებას ასწავლის, რომ სიყვარული დაავადებაა, სახელწოდებით — ამორ დელირია ნერვოზა, რომელიც საყოველთაოდ მოიხსენიება, როგორც დელირია. დელირიისგან განკურნების პროცედურას უკვე მიაკვლიეს და მისი ჩატარება 18 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა. ლინა წლების განმავლობაში მოუთმენლად ელოდება პროცედურის ჩატარების დღეს, რადგან იგი სახელმწიფოსგან დარწმუნებულია, რომ სიყვარული საშინელი დაავადებაა, რომელიც კაცობრიობას ანადგურებს.

თუმცა, დაგეგმილ პროცედურამდე თითქმის ორი თვით ადრე, ლინას სნეული (ადამიანი, რომელიც განუკურნებელია და ცხოვრობს ტევრში) — ალექსი უყვარდება. ალექსი ტევრში დაიბადა და იგი თავს განკურნებულად ასაღებს იმ მიზნით, რომ იცხოვროს პორტლენდში და იყოს „წინააღმდეგობის“ (სნეულთა ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება განკურნების პროცედურის ჩატარებას და სახელმწიფოს) წევრი. პროცედურის ჩატარების თავიდან ასაცილებლად, რომელიც მისი სიყვარულის უნარს გაანადგურებს, იგი ლინას ტევრში გაქცევას სთავაზობს. ცოტა ხნის შემდეგ, ლინა ალექსს საკუთარი ოჯახის წევრებისა და წარსულის შესახებ უამბობს. როდესაც იგი „გარდაცვლილ“ დედას ახსენებს, რომელიც განსაკუთრებულ საკინძს ატარებდა, ალექსი აცნობებს, რომ ანაბელი (ლინას დედა) ცოცხალია. ამის დასამტკიცებლად, იგი ლინას კრიპტებში (ადგილი, სადაც ის ხალხია დაპატიმრებული, რომელიც წესებს არ ემორჩილებოდნენ) წაიყვანს, მაგრამ, ისინი აღმოაჩენენ, რომ ოთახი, სადაც ანაბელი წლების განმავლობაში იმყოფებოდა, ცარიელია და მის კედელზე წარწერაა ამოტვიფრული — „სიყვარული“, რომლის ბოლო „ი“ ასო გვირაბადაა გადაქცეული. ამ ფაქტით, ისინი ადასტურებენ, რომ ანაბელი ტევრში გაიქცა.

მას შემდეგ, რაც ლინა აღმოაჩენს, რომ მთელი ბავშვობის პერიოდი ტყუილში გაატარა, გაქცევას დააპირებს. ლინას და ალექსს სურთ, რომ დატოვონ პორტლენდი და ტევრში იცხოვრონ, შემდეგ კი — „წინააღმდეგობას“ შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლინა საკუთარი ცხოვრების უკან დატოვებაზე ფიქრისგან გათავისუფლებას ცდილობს, იგი საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას — ტევრში გაქცევა დაგეგმილ განკურნების პროცედურამდე, 3 სექტემბრამდე შვიდი დღით ადრე.

შთაგონება

რედაქტირება

ლორენ ოლივერი ამბობს, რომ დელირიუმის დაწერის შთაგონება სპორტული დარბაზში ეწვია. მან ცოტა ხნით ადრე წაიკითხა გაბრიელ გარსია მარკესის ესსე, სადაც იგი წერდა:

 
„ლიტერატურაში ყველა წიგნი ან სიყვარულზეა დაწერილი, ან სიკვდილზე.“

ლორენ ოლივერის პირველი წიგნი — ვიდრე დავეცემი სიკვდილის შესახებ იყო და მას სურდა, რომ შემდეგი წიგნი სიყვარულზე დაეწერა[1].

გაგრძელებები

რედაქტირება

დელირიუმი ტრილოგიის პირველი წიგნია. ტრილოგიის შემდეგი წიგნებია პანდემონიუმი და რეკვიემი. ტრილოგიის მეორე წიგნი — პანდემონიუმი 2012 წლის 28 თებერვალს, ხოლო მესამე, რეკვიემი2013 წლის 5 მარტს გამოიცა.

დელირიუმის ტრილოგიას ახლავს შუალედური წიგნები — ჰანა, ანაბელი, რეივენი და ალექსი, რომლებიც ერთ წიგნშია გაერთიანებული — დელირიუმის ისტორიები.

გამოხმაურება

რედაქტირება

დელირიუმი New York Times-ის ბესტსელერია. NPR-მ გამოაქვეყნა:

 
„ოლივერი შესანიშნავად წერს. ის ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე მწერალია. ციტატები „უჯბს“-დან — უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ბედნიერების საძიებლის მე-12 გამოცემიდან, დახვეწილად არის დაკავშირებული [2].“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება