პანდემონიუმი (ლორენ ოლივერის რომანი)
პანდემონიუმი — ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის დისტოპიური რომანი. იგი დელირიუმის ტრილოგიის მეორე წიგნია[1]. პირველად გამოიცა 2012 წლის 28 თებერვალს, გამომცემლობა HarperCollins-ის მიერ. პანდემონიუმის წინამორბედი წიგნია დელირიუმი, ხოლო მომდევნო — რეკვიემი.
„პანდემონიუმი“ | |
---|---|
Pandemonium | |
| |
ავტორი | ლორენ ოლივერი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური ენა |
სერია | დელირიუმის ტრილოგია |
ჟანრი |
მოზარდთა ლიტერატურა; სასიყვარულო რომანი; დისტოპიური რომანი |
გამომცემელი | HarperCollins |
გამოცემის თარიღი | 28 თებერვალი, 2012 |
მთარგმნელი | ნინო შეყილაძე |
ქართულად გამოიცა | 16 მარტი, 2016 |
გვერდი |
383 (ორიგინალი გამოცემა); 336 (ქართული გამოცემა) |
წინამორბედი | დელირიუმი |
მომდევნო | რეკვიემი |
ISBN | 9780061978067 |
სიუჟეტი
რედაქტირებაწიგნში გრძელდება დელირიუმში განვითარებული მოვლენები[2] . ლინა ტევრში მარტოა. პანდემონიუმი დაყოფილია თავებად — „მაშინ“ (დრო მას შემდეგ, რაც ლინამ საზღვარი გადაკვეთა) და „ახლა“ (ამჟამინდელი ცხოვრება), ხოლო მე-13 თავის შემდეგ, ისინი გაერთიანებულია.
„მაშინ“ — სამწუხაროდ, ტევრი არ აღმოჩნდა ისეთი გასაოცარი, როგორც ლინა ფიქრობდა. ახლა იგი დაუძლურებულია და მას ხალხი პოულობს, ხალხი, რომელიც მას გადაარჩენს, გამოჯანმრთელებაში დაეხმარება და ოჯახის წევრად მიიღებს...
„ახლა“ — ლინა ნიუ-იორკში ცხოვრობს, რეივენთან და ტეკთან ერთად — მეგობრებთან ერთად, რომლებიც ტევრში გაიცნო, რომელთაც იგი სიკვდილს გადაარჩინეს. ახლა ლინა „ამერიკა დელირიის გარეშე“-ს („ადგ“) წევრია. „ადგ“-ს ერთ-ერთი მიტინგის მსვლელობის დროს, იგი სნეულთა დაჯგუფებამ — „ფასკუნჯებმა“ გაიტაცეს, „ადგ“-ს ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტთან — ჯულიენ ფაინმენთან ერთად, რომელსაც არ შეუძლია დელირიისგან განკურნების პროცედურის ჩატარება, ვინაიდან, იგი თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული. მას შემდეგ, რაც ჯულიენი მას საკუთარი მამის, „ადგ“-ს და დელირიის შესახებ თავისი რეალური მოსაზრების შესახებ უყვება, ლინას იგი უყვარდება...
გამოხმაურება
რედაქტირებაპანდემონიუმი New York Times-ის ბესტსელერია. წიგნის შეფასებები ძირითადად დადებითია[3][4]. The Independent-მა წიგნი დადებითად შეაფასა:
„მიუხედავად იმისა, რომ ოლივერი დახელოვნებული და ზოგჯერ, გამბედავი მთხრობელია, ამბავი იყო „გარკვეულწილად დამქანცველი“[5].“
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „‘Pandemonium’ by Lauren Oliver“. Boston Globe. April 1, 2012. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
- ↑ 'Delirium' Author Lauren Oliver Talks Sequel 'Pandemonium'. MTV Hollywood Crush. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
- ↑ Review: Pandemonium. Booklist. ციტირების თარიღი: 30 April 2013.
- ↑ Adams, Lauren (Fall 2012). „Oliver, Lauren: Pandemonium.(Brief article)(Book review)(Young adult review)“. The Horn Book Guide. 23 (2): 109.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ Kidd, James (11 March 2012). „Pandemonium, By Lauren Oliver“. London: Independent. ციტირების თარიღი: 30 April 2013.