დეიმონ ტარგარიენი
დეიმონ ტარგარიენი (ინგლ. Daemon Targaryen) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანის „ცეცხლი და სისხლის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპატაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 2018 წელს გამოცემულ წიგნ „ცეცხლი და სისხლში“. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა მეთ სმითმა.
დეიმონ ტარგარიენი | |
---|---|
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი დრაკონის სახლი - პერსონაჟი | |
მეტ სმით | |
პირველი გამოჩენა |
|
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი |
მეტ სმითი („დრაკონის სახლი“) |
ეპიზოდი | 10 |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
ოჯახი | ტარგარიენები |
მეორე ნახევარი | |
ნათესავები |
|
საცხოვრებელი | მეფის საბიჯელი |
სამეფო | ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სამყარო |
დეიმონ ტარგარიენი იყო ბეილონ ტარგარიენის უმცროსი ვაჟი, ჰყავს უფროსი ძმა მეფე ვისერის I ტარგარიენი. დეიმონი იყო დრაგონსტოუნის პრინცესის, პრინცესა რეინერა ტარგარიენი მეორე ქმარი. ის იყო მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეომარი და ატარებდა ვალირიული ფოლადისგან შექმნილ მახვილს, სახელად „ბნელი და“. დრაკონის მხედარი, რომლის სახელიც იყო კარაქსესი, თავი ვიწრო ზღვისა და სტეპსტოუნის მეფედ გამოაცხადა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაეიგონის დაპყრობებიდან 101 წელს, მეფე ჯეიჰერის I ტარგარიენმა მოიწვია დიდი საბჭო, სადაც გაანიხილებოდა ის თუ ვინ უნდა ასულიყო რკინის ტახტზე. მას ორივე ვაჟი დაღუპული ყავდა ამიტომაც ტახტზე ავიდა ვისერის ტარგარიენი, დეიმონის უფროსი ძმა.
ვისერის მეფობის პირველი ცხრა წელი, დეიმონი მცირე საბჭოს წევრი იყო სადაც მსახურობდა, როგორც სამართლის მაგისტრად ასევე მონეტების ოსტატად. მაგრამ ის მცირე საბჭოს შემადგენლობიდან გააძევეს, ეს ყველაფერი სერ ოტო ჰაიტაუერის დამსახურება იყო. დეიმონის კონკურენტი, ოტო ჰაიტაუერი მას უყურებდა როგორც მეორე, მეიგორ სასტიკს. თავის მხრივ, დეიმონი ოტოს ლენჩად თვლიდა, რომელსაც სურდა თანამდებობით რაც შეიძლება მაღლა ასულიყო, რადგან მისი, როგორც მეორე შვილის სტატუსი არ მისცემდა უფლებას დაემკვიდრებინა სადმე საკუთარი ადგილი. საბჭოს უმეტესობა ყოველთვის ოტოს მხარეს იდგა, მაგრამ დეიმონს იცავდა ძმა.
მეფე ვისერისმა თავისი ძმა დააქორწინა რეა როისზე, რუნსტოუნის ლედიზე. არცერთი მხარე არ იყო კმაყოფილი ამ გარიგებით, დეიმონი თავის ცოლს თავის "ბრინჯაოს ძუკნას" უწოდებდა.
მის პირად გერბზე გამოსახულია ტარგარიანების სამთავა დრაკონი, რომელიც ოქროს ცეცხლის საზღვრებშია ჩასმული. მისი მუზარადი დამზადებულია, ვალირიული ფოლადით და დრაკონის თავითაა მორთული.