ცეცხლი და სისხლი
ცეცხლი და სისხლი — ამერიკელი მწერლის, ჯორჯ მარტინის, ფენტეზის ჟანრის წიგნია. რომანი მოგვითხრობს ისტორიას ტარგარიენთა დინასტიისა, რომელიც ვესტეროსის შვიდ სამეფოს მართავდა "ცეცხლისა და ყინულის სიმღერის" წინარე ისტორიის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მისი გამოცემა დაგეგმილი იყო სერიის დასრულების შემდეგ, მარტინმა განიზრახა, გამოექვეყნებინა წიგნი ორ ტომად მასალის მოცულობის გამო. პირველი ტომი გამოიცა 2018 წლის 20 ნოემბერს.
პირველი ტომის მეორე ნაწილი (პრინცესა და დედოფლის გაფართოებული ვერსია) იქნა ადაპტირებული HBO-ს სატელევიზიო სერიალში "დრაკონის სახლი", რომელიც "სამეფო კარის თამაშების" პრიკველს წარმოადგენს.
გამოცემის ისტორია
რედაქტირება2014 წელს 200,000-ზე მეტი სიტყვა იქნა ამოღებული მარტინის "ცეცხლისა და ყინულის სამყაროს" ხელნაწერიდან, რომელიც შემდგომში "ცეცხლისა და სისხლის" კომპანიონი გახდა.
2017 წლის თებერვალში ელიო მიგელ გარსიამ, "ყინულისა და ცეცხლის სამყაროს" კომპანიონმა ავტორმა განაცხადა, რომ იგი მარტინს WorldCon 75–ზე[1] შეხვედრისას ჰელსინკში ესაუბრა ცეცხლისა და სისხლის პირველი ნაწილის შესახებ. გარსიას თქმით, ყინულისა და ცეცხლის სამყაროსთვის შემუშავებული გამოუქვეყნებელი მასალის გარდა, მარტინმა დაწერა ახალი მასალა წიგნისთვის, რომელშიც ჯეიჰერის I ტარგარიენის (მანამდე ნახსენები იყო დრაკონის მემკვიდრეებში, გამოუქვეყნებელ ტექსტში, რომელიც შემოკლდა ნოველისთვის თაღლითი პრინცი) ხანგრძლივი მეფობის შესახებ ისტორიაც მოიცვა.
2017 წლის 22 ივლისს მარტინმა თავის ბლოგზე გამოაცხადა, რომ ცეცხლისა და სისხლის ზომის გამო იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარგარიენ მეფეთა ისტორიის ორ ტომად გამოქვეყნებაზე. პირველი ტომი მოიცავს ვესტეროსის ისტორიას ეიგონ I-ის დაპყრობებიდან ეიგონ III–ის რეგენტობამდე.
2018 წლის აპრილში, გამოქვეყნების თარიღის გამოცხადებისას, მარტინმა განაცხადა, რომ ხელნაწერი 989 გვერდს მოიცავდა.
შინაარსი
რედაქტირებარომანის ტიპის თხრობის ნაცვლად, ცეცხლი და სისხლი წარმოადგენს ტარგარიენთა დინასტიის შესახებ სამეცნიერო ტრაქტატს, რომელიც ძველქალაქის ციტადელის მემატიანემ, არქიმაისტერმა გილდაინმა, დაწერა. გილდაინი იყენებს სხვადასხვა ტიპის გამოგონილ წყაროს ისტორიული მოვლენების აღსაწერად, რომელთა ანგარიშები ზოგჯერ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც ასახავს ისტორიოგრაფიის შუა საუკუნეების მეთოდოლოგიას და გილდაინს არასანდო მთხრობლად აქცევს მკითხველის პერსპექტივიდან.
- "ეიგონის დაპყრობა" – აღწერს ეიგონ I ტარგარიენის მიერ ვესტეროსის შვიდი სამეფოს დაპყრობას.
- "დრაკონის მეფობა" – მეფე ეიგონ I-ის ომები და "სამი თავი ჰქონდა დრაკონს – მეფე ეიგონ I-ის მმართველობა" – ჰყვება ისტორიას დაპყრობების შემდეგ.
- "დრაკონის შვილები" – ყურადღებას ამახვილებს ეიგონ I-ის ვაჟების, მეფე ეინის I ტარგარიენისა და მეფე მეიგორ I ტარგარიენის, ცხოვრებაზე, რომელიც მთავრდება მეიგორის სიკვდილითა და ეინისის ვაჟის, ჯეიჰერის I ტარგარიენის, ტახტზე ასვლით. ამავე სახელწოდების მქონე შემოკლებული ნოველა გამოიცა მანამდე, 2017 წლის ოქტომბერში, ხმლების წიგნის ანთოლოგიაში.
- შვიდ თავში აღწერილია მეფე ჯეიჰერის I ტარგარიენის ხანგრძლივი მეფობა.
- "დრაკონის მემკვიდრეები – ტახტის მემკვიდრის საკითხი" – ყურადღებას ამახვილებს მემკვიდრეობის კრიზისზე, რომელიც მოჰყვება ჯეიჰერისის ვაჟების სიკვდილის და ბოლოს მისი შვილიშვილის, ვისერის I-ის, მეფობას. ნოველაში თავხედი პრინცი, რომელიც მანამდე ანთოლოგია Rogues–ში გამოქვეყნდა 2014 წელს, ასახულია ამ ტექსტის უმეტესი ნაწილი, რომელიც არის ადაპტირებული HBO-ს სატელევიზიო სერიალში.
- "დრაკონთა დაღუპვა" – დაყოფილია ექვს თავად და ეხება "დრაკონების ცეკვას", მემკვიდრეობით ომს რეინირა ტარგარიენისა და მის უმცროს ძმას, ეიგონ II-ს შორის.
- "შედეგები – მგლის საათი" – აღწერს "დრაკონთა ცეკვის" შედეგებს და რეინირას მცირეწლოვანი ვაჟის, ეიგონ III-ის ტახტზე ასვლას. წიგნის ბოლო ოთხი თავი მოიცავს ეიგონ III-ის მეფობის ადრეულ პერიოდს, როცა სამეფოს მისი რეგენტები მართავდნენ.
ცეცხლი და სისხლი ილუსტრირებულია შვიდი სამეფოს რაინდის ანალოგიურად და შეიცავს დაგლას უიტლის 75–ზე მეტ შავ–თეთრ ილუსტრაციას.
მიღება
რედაქტირებანაწარმოებმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები კრიტიკოსებისგან.
The Times-დან[2] უგო რიფკინდმა იგი აღწერა როგორც "გაუთავებელი, თვითსაკმარი სისულელე". როიზინ ო'კონორმა The Independent-დან[3] წიგნს მშრალი ტონი დაუწუნა და თქვა, რომ წიგნის კითხვისას გაქვს შეგრძნება "თითქოს მოგცეს საშინაო დავალება, სანახევროდ საინტერესო, მაგრამ მეტად დამღლელი სამუშაო". Publishers weekly-მ[4] განაცხადა, რომ "მარტინის ამაღელვებელი თხრობის სტილი და ნიჭი, რომელიც თხრობას უფრო მომხბივლელს ხდის, ამ მშრალ ისტორიაში ასახული არ არის.
ამის საპირისპიროდ, დენ ჯონსმა The Sunday Times-დან[5] შეაქო წიგნი და უწოდა "პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრი".
ადაპტაცია
რედაქტირებაHBO–ს სერიალი დრაკონის სახლი დაფუძნებულია ცეცხლისა და სისხლის მასალაზე, რომელიც მოიცავს სამოქალაქო ომს – დრაკონთა ცეკვას. შოუს პროდიუსერები არიან ჯორჯ მარტინი, ვინს ჯერარდისი, რაიან კონდალი და მიგელ საპოჩნიკი.
სქოლიო
რედაქტირება- Not a Blog: Fire & Blood: On The Way (April 25, 2018)
- Martin, George R.R. (March 12, 2014). "The Rogues Are Coming..." Not A Blog. Archived from the original on March 17, 2014. Retrieved November 17, 2021 – via LiveJournal.
- Martin, George R.R. (December 2, 2013). "The Dangerous Women Are Coming". Not A Blog. Archived from the original on November 7, 2015. Retrieved November 17, 2021 – via LiveJournal.
- "House of the Dragon writers praised by George RR Martin for season 2 change". The Independent. July 9, 2024. Retrieved July 21, 2024.
- Not a Blog comment: Ten Thousand Ships (May 20, 2014)
- Westeros (February 22, 2018). "Westeros.org Discusses... Worldcon" – via YouTube.
- Not a Blog: The Swords are Drawn (July 22, 2017)
- "A FIRE & BLOOD Excerpt just for YOU! - Not a Blog". georgerrmartin.com.
- O'Connor, Roisin (November 20, 2018). "Fire and Blood, George R. R. Martin, review: New Game of Thrones book is exhaustive but often tedious". The Independent. Retrieved November 24, 2018.
- Rifkin, Hugo (November 17, 2018). "Review: Fire & Blood by George R. R. Martin — a dire prequel to Game of Thrones". The Times. Retrieved November 24, 2018.
- Jones, Dan (November 18, 2018). "Review: Fire & Blood by George R. R. Martin — the Game of Thrones prequel is a masterpiece of popular historical fiction". The Sunday Times.
- "Fire & Blood". Publishers Weekly. November 20, 2018.
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=ICCNGb_cpcY
- ↑ https://www.thetimes.co.uk/article/review-fire-and-blood-by-george-rr-martin-a-dire-prequel-to-game-of-thrones-g92frxmgx
- ↑ https://www.independent.co.uk/arts-entertainment/books/reviews/fire-and-blood-review-george-rr-martin-game-of-thrones-targaryens-winds-of-winter-a8640791.html
- ↑ https://www.publishersweekly.com/978-1-5247-9628-0
- ↑ https://www.thetimes.co.uk/magazine/culture/review-fire-blood-by-george-rr-martin-the-game-of-thrones-prequel-is-a-masterpiece-of-popular-historical-fiction-h5bxs8njq