დეიდა ხულია
„დეიდა ხულია და კალმოსანი“ (ესპ. La tía Julia y el escribidor) — 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას რომანი. პირველად გამოიცა 1977 წელს.
„დეიდა ხულია და კალმოსანი“ ავტორის ბიოგრაფიულ მომენტებზე დაფუძნებული რომანია: 19 წლის მწერალს, რომანის გმირის მსგავსად, ბიძამისის ცოლი, 10 წლით უფროსი ხულია შეუყვარდა და ცოლად შეირთო. ისინი ცხრა წელიწადს ცხოვრობდნენ ერთად. მოგვიანებით კი ლიოსამ დაწერა რომანი, რომელშიც, როგორც მკვლევრები წერენ, ავტორი სწორედ ამ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დეიდა ხულია და მწერალი დაარქივებული 2011-11-06 საიტზე Wayback Machine.