ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დევიდ ჰაი ბიტანი ( ებრ. דָּוִד בִּיטָן , დაიბადა 1960 წლის 8 აპრილს) არის ისრაელელი იურისტი და პოლიტიკოსი. ის ამჟამად ქნესეტის წევრია ლიკუდის პარტიიდან. 2016-2017 წლებში იყო კოალიციის თავმჯდომარე და ლიკუდის პარტიის თავმჯდომარე ქნესეტში, ხოლო 23-ე მოწვევის ქნესეტში იყო იმიგრაციისა და რეინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დევიდ ბიტანი დაიბადა კენიტრაში, მაროკოში და ოჯახთან ერთად ისრაელში დაბრუნდა ხუთი წლის ასაკში. ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობდა საბრძოლო მედიკოსად.

სწავლობდა სამართალის ფაკულტეტზე თელ-ავივის უნივერსიტეტში . 1987 წელს სამართლის საბაკალავრო საფეხურის დამთავრების და იურიდიული ლიცენზიის მიღების შემდეგ, ისმუშაობდა ადვოკატად. მოგვიანებით მან გახსნა საკუთარი იურიდიული ფირმა.

ბიტანი დაქორწინებულია ჰაგიტზე და ჰყავთ ორი ქალიშვილი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ლიკუდის პარტიის წევრი, ის გახდა რიშონ ლეზიონის საქალაქო საბჭოს წევრი 1988 წელს, გარკვეული დროის შემდეგ გახდა პარტია ლიკუდის რიშონ ლეზიონის ფილიალის ხელმძღვანელი. ის იყო ამავე ქალაქის მერის მოადგილე.

2010 წელს ბიტანზე დაიწტო გამოძიება ეთიკისა და კეთილსინდისიერების დარღვევაში ეჭვის გამო. 2013 წლის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ მას დაუბრუნეს საინჟინრო საკითხებზე მუშაობის და ადმინისტირების უფლება, დაგეგმვისა და მშენებლობის მუნიციპალური ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობასთან ერთად.

ბიტანი არის ისრაელის ებრაული სააგენტოს სამეურვეო საბჭოს წევრი 2011 წლიდან.

ის 21-ე ადგილზე იყო ლიკუდის სიაში 2013 წლის ქნესეტის არჩევნებისთვის, მაგრამ 35-ე ადგილზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ლიკუდი დათანხმდა ერთობლივი სიის წარმართვას ისრაელ ბეიტეინუსთან .

ალიანსმა 31 ადგილი მოიპოვა, ბიტანი ვერ გახდა ქნესეტის წევრი. 2015 წლის არჩევნებამდე იგი მე-16 ადგილზე იყო ლიკუდის სიაში,

შემდგომ არჩევნებში ის აირჩიეს ქნესეტში, ლიკუდმა მოიპოვა 30 ადგილი. შემდგომ იგი დაინიშნა ქნესეტის კომიტეტის თავმჯდომარედ და 2016 წლის მაისში გახდა სამთავრობო კოალიციის თავმჯდომარე.

ბიტანი ქნესეთში ხელმძღვანელობს ისრაელი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს


2020 წლის მაისში დაინიშნა იმიგრაციისა და რეინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ.

დევიდ ბიტანი ქნესეთში ხელმძღვანელობს ისრაელი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს

.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დევიდ_ბიტანი“-დან