დედოფლისწყაროს პირველი ნამოსახლარი

დედოფლისწაროს  პირველი ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით, ორიოდ კილომეტრზე, ე. წ. ორი ძმის მთის დასავლეთით, 300 მეტრზე. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნით.

აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). დაზიანებულია მიწის დამუშავების გამო.

აკრეფილი მასალა (ყვითლად გამომწვარი კერამიკის ფრაგმენტები), რომელიც დიდ ფართობზე იყო გაბნეული. დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა

რედაქტირება