დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 29 აპრილს.[1]
დეტალები | |
---|---|
დამტკიცდა | 29 აპრილი, 2011 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს მთა, ციხე-სიმაგრე, ოქროს თასი, ვერცხლის წყარო, ოქროს ხორბლის ძნა, კამეჩის შავი თავი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | დედოფლისწყარო |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა ოთხ ნაწილად.
- I ნაწილი — ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრეა ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმელები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია.
- II ნაწილი — მეწამული ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა.
- III ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ხორბლის ძნა.
- IV ნაწილი — ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „დედოფლისწყარო“.