დედოფლისწყაროს მესამე ნამოსახლარი

დედოფლისწაროს მესამე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით, არწივის ხეობასთან, მოვაკებულ, ტერასისებრ ადგილას. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნით.

აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ძეგლი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია კლდით. ჩრდილოეთიდან კი სათავდაცვოდ გამოყენებული აქვს კირქვის მასივი. ნამოსახლარი (150 X 70 მეტრი) დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთით.

აღმოჩენილი მასალა მწირია. დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა

რედაქტირება