დედოფლისწყაროს მეოთხე ნამოსახლარი
დედოფლისწაროს მეოთხე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8-10 კილომეტრზე, გორაზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულით - ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით.
აღმოჩნდა 2009 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთითაა წაგრძელებული (200 მ X 120 მ). დასავლეთიდან ესაზღვრება დახრამული ფლატე, ჩრდილოეთ დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან — ფერდობი, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს შემოუყვება 3-4, ზოგან 5 მეტრი სიმაღლის სათავდაცვო ზღუდე. დადასტურდა ზღუდის გარე დასახლებაც. აიკრიფა კარგად გამომწვარი მონაცრისფრო თიხის ჭურჭლის მცირე და ქვის რამდენიმე თოხის ფრაგმენტი.
აღმოჩენილი მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 265.