დედემარიამ ხაჭვანის 2017 წლის ქართული დრამა. ფილმის პრემიერა გაიმართა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სპეციალური პრიზიც კი მიიღო.[1] ფილმი წარმოებულია სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლობით, მათ შორის არიან: Film and Music Entertainment, MP Film Production, Montauk Film Production, ასევე aja Film Productions, დანიის ფილმის კლუბი. წარმოება მხარდაჭერილია დოჰის ფილმის ინსტიტუტისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ.[2]

„დედე“
ჟანრი დრამა
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
სცენარის ავტორი მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა
როლებში ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, გირშელ ჭელიძე, მოსე ხაჭვანი, ნუკრი ხაჭვანი
კომპოზიტორი მათე ჩამგელიანი, თამარ ჟორდანია
ოპერატორი კონსტანტინე ესაძე
მხატვარი ქეთევან კალანდაძე
სტუდია Film and Music Entertainment, MP Film Production, Montauk Film Production
გამოსვლის თარიღი 2017
ხანგრძლივობა 97 წუთი
ქვეყანა საქართველო, ყატარი
ენა ქართული, სვანური
  • გიორგი ბაბლუანი — გეგი
  • ნათია ვიბლიანი — დინა
  • გირშელ ჭელიძე
  • ნუკრი ხაჭვანი
  • სპარტაკ ფარჯიანი
  • სოფო ჩარკვიანი
  • მოსე ხაჭვანი