დედე-აღა ნიჟარაძე, დედი-აღა ბასილოღლი (დ. 1837, სოფ. ალამბარი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1905, იქვე) — მუსულმანი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.

ქობულეთის მხარის მემამულეთა წარმომადგენელი. იყო ოსმალეთის სამხედრო და ადმინისტრაციულ სამსახურში, ბათუმის სანჯაყის მეჯლისის წევრი. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის მხარეს გადავიდა და რამდენიმე ასეულ ქობულეთელთან ერთად ქართული მილიციის რიგებში ჩადგა. თავად გურიელის რაზმში ალამბრის ასეულს მეთაურობდა. მინიჭებული ჰქონდა შტაბს-კაპიტნის წოდება. გულო კაიკაციშვილთან ერთად იყო ქობულეთში პირველი ქართული სკოლის გახსნის ინიციატორი. მისი შვილი იყო იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე რეჯებ ნიჟარაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქობულეთი, 13 სექტემბერს / ზ.ჭ. [ფსევდ.] // ივერია : საპოლიტიკო და სალიტერატურო ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1893. - 17 სექტემბერი. - №198. - გვ.1-2.
  • მისირელი გ. გუარი ესე, რომელ არს ნიჟარაძე.-თბ.,2005;
  • შარაძე გ. მემედ აბაშიძე: 1873-1937.-თბ.-ბათუმი,1995;
  • სურმანიძე რ. თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის ოლქში 1912 წ.-თბ.,2016.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება