დედაკაცების ფერხული
დედაკაცების ფერხული — უძველესი ქართული ხალხური ცეკვა, ქალთა ფერხული, რომელიც სრულდებოდა სამხმიანი სიმღერის თანხლებით.
დათვის სამოსელში გამოწყობილი „დათო-ბერიკა“ ქალთა ფერხულში ჩადგებოდა და ასრულებდა სიმღერის შინაარსის შესაბამის მოძრაობებს. მეფერხულე დედაკაცები წრეში იმწყვდევდნენ დათვისნიღბიან მამაკაცს, უმღეროდნენ მას და აიძულებდნენ განესახიერებინა სიმღერის ტექსტი. ბერიკა ხშირად ტექსტისგან დამოუკიდებელ, იმპროვიზებულ მოძრაობებსაც აკეთებდა, რის გამოც დედაკაცები დაირცხვენდნენ და წივილ-კივილით დაიშლებოდნენ. ცეკვას ზოგჯერ დათოსაც უწოდებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- თათარაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 347.