დებორა კარა ანგერი

დებორა კარა ანგერი (ინგლ. Deborah Kara Unger; დ. 12 მაისი 1964) — კანადელი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „ავტოკატასტროფა“ (1996), „თამაში“ (1997), „ქარიშხალი“ (1999), „თეთრი ხმაური“ (2005), „საილენტ ჰილი“ (2006), „88 წუთი“ (2008), „გზა“ (2010) და სხვა.

დებორა კარა ანგერი

დებორა კარა ანგერი 2007 წელს
დაბადების თარიღი 12 მაისი 1964
ვანკუვერი
ბრიტანეთის კოლუმბია
კანადა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989–დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ვანკუვერში, მამამისის — პროფესიით გინეკოლოგისა და დედამისის — ფიზიკის სპეციალისტის ოჯახში. მანამ სანამ მსახიობი გახდებოდა სწავლობდა ეკონომიკასა და ფილოსოფიას ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში. მოგვიანებით იგი გახდა პირველი კანადელი, რომელმაც ჩააბარა ავსტრალიის დრამატული ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტში. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ ლოს-ანჟელესში. ეკრანზე მისი დებიუტი შედგა 1989 წელს მინი-სერიალში „ბანგკოკ ჰილტონი“. 1990 წელს ერთბაშად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა („სანამ შენ იარსებებ“ და „სისხლიანი ფიცი“). 1993 წელს მონაწილეობა მიიღო დევიდ ლინჩის მიერ გადაღებულ მინი-სერიალში „ნომერი სასტუმროში“. მომდევნო წელს კრისტოფერ ლამბერტთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მთიელი 3“. მნიშვნელოვანი იყო შესრულებული როლი ფილმში „ავტოკატასტროფა“. 1997 წელს ითამაშა ფინანსურად წარმატებულ ფილმში „თამაში“. 1998 წელს გადაიღეს ფილმში „ვირთხების ხროვა“. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული დამოუკედებელ ფილმებში. 2005 წელს მაიკლ კიტონთან ერთად ითამაშა ფინანსურად წარმატებულ ფილმში „თეთრი ხმაური“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება