დებორა ენ ვოლი (დ. 7 თებერვალი, 1985) — ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია თავისი როლებით სერიალებში და ფილმებში. დებორას როლებიდან სერიალებში გამოსარჩევია ჯესიკა ჰაბი HBO-ის მიერ გადაღებულ დრამატული სერიალში True Blood (2008–2014) და კარენის როლი Netflix-ის სერიალ Daredevil-ში (2015–2018). სხვა როლებიდან გამოსარჩევია როლები ფილმებში The Defenders (2017), Punisher (20172019), Mother's Day (2010), Someday This Pain Will Be Useful to You (2011), Catch .44 (2011), Ruby Sparks (2012), Meet Me in Montenegro (2014), The Automatic Hate (2015 ) და Escape Room (2019).

დებორა ენ ვოლი

დებორა 2017 წელს
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1985 (1985-03-07) (39 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

დებორა ენ ვოლი დაიბადა 1985 წლის 7 თებერვალს, ბრუკლინში, ნიუ – იორკი. მისი მამა არქიტექტორია, ხოლო დედა, ქეთი ვოლი, ბერკლი კეროლის სკოლაში მასწავლებელი[1][2].დებორას წინაპრები ებრაული გერმანელი და ირლანდიელი წარმოშობისა იყვნენ. დებორამ დაამთავრა Packer Collegiate Institute საშუალო სკოლა.მიიღო Bachelor of Fine Arts ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტისგან . დებორა ასევე მონაწილეობდა სპეკტაკლებში ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში[3].

კარიერა რედაქტირება

დებორა ენ ვოლმა თავისი კარიერის პირველი წლები დაიწყო სერიალებში მონაწილეობის მიღებით, მისი პირველი სერიალები იყო Life (2007), ER (2008), CSI: Crime Scene Investigation (2008), My Name Is Earl (2008), and The Mentalist (2008),ასევე 2008 წელს ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი ფილმში Aces 'N' Eights (2008).

2008 წელს დებორა პირველად გამოჩნდა HBO-ს სერიალში True Blood (2008), თავდაპირველად სერიალში გამოჩნდა როგორც მეორეხარისხოვანი მსახიობი და იშვიათად ჩდებოდა პირველი სეზონის სერიებში,მეორე სეზონიდან ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა.

2009 წელს მან და მისმა თანატოლმა True Blood-ის მსახიობებმა მოიპოვეს Satellite Award for Best Cast – Television Series -ის ჯილდო. დებორა True Blood-ის სამსახიობო ჯგუფის წევრი 2014 წლამდე იყო იქამდე სანამ სერიალი დასრულდებოდა. 2009 წელს გამოჩნდა სერიალ Law & Order: Special Victims Unit-ის ერთ-ერთ ეპიზოდში.

2010 წელს დებორას დებიუტი შედგა ფილმში Mother's Day[4], 2011 წელს ითამაშა საშინელებათა ფილმში Little Murder[5][6], სპორტულ დრამაში Seven Days in Utopia[7], ასევე გამოჩნდა კომედიურ დრამაში Comeday This Pain Will Be Useful to You[8], მომდევნო წელს გამოჩნდა კომედიურ-დრამაში Ruby Sparks[9]. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპეკტაკლში Wallis Annenberg Center for the Performing Arts-ის თეატრში

ქორწინება რედაქტირება

2007 წლის დეკემბერში დებორა ენ ვოლმა დაიწყო ურთიერთობა E.J. Scott-თან[10].წყვილი დაქორწინდნენ 2018 წელს ურთიერთობის 11 წლის იუბილეზე[11].E.J. Scott-ს აქვს დაავადება Choroideremia რომლის დროსაც დაავადებულის სინათლის აღმქმელი უჯრედები თანდათან კვდება.დებორა ამბობს რომ სკოტის გამბედაობამ ებრძოლა Choroideremia დაავადების წინაღმდეგ,დებორასაც გაუზარდა მოტივაცია ებრძოლა თავისი დაავადების ცელიაკია წინაღმდეგ, ცელიაკია არის ნაწლავური დაავადება.[12][13]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. HBO: True Blood's Deborah Ann Woll Bio. ციტირების თარიღი: August 5, 2011.
  2. "True Blood" Actor Shares True Insights (September 23, 2010).
  3. MacIntyre, Ian. (April 16, 2015) Daredevil: Deborah Ann Woll Interview.
  4. Kit, Borys. (August 5, 2009) Deborah Ann Woll celebrates 'Mother's Day'.
  5. Fernandez, Jay A.. (August 27, 2009) Four get away with 'Little Murder'.
  6. Clark, Krystal. (August 27, 2009) Deborah Ann Woll, Bokeem Woodbine Join Little Murder. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2011. ციტირების თარიღი: September 3, 2009.
  7. Sneider, Jeff. (July 28, 2010) Robert Duvall, Lucas Black Reunite for Indie Golf Drama.
  8. Deborah Ann Woll Aboard Someday This Pain (August 19, 2010).
  9. Eddie Kaye Thomas, Ayre Gross, Richard Schiff, Deborah Ann Woll to Star in Parfumerie; Mark Brokaw Directs (November 4, 2013).
  10. Jess Cohen. (February 10, 2019) Surprise! Daredevil's Deborah Ann Woll Is Married. ციტირების თარიღი: November 3, 2019.
  11. Spencer, Amy. (June 13, 2013) True Blood Star Deborah Ann Woll's Story of Her Boyfriend's Fight Against Blindness.
  12. What Is Celiac's Disease.
  13. True Blood Star's Beau Is Blinded By Disease (August 14, 2009).