დეაგოლი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. სმეაგოლის მეგობარი და ერთი ბეჭდის მპოვნელი, რასით - ჰობიტი. მისი გვარი მომდინარეობდა სტურებიდან, რომლებიც ერიადორიდან ანდუინის ნაპირებთან გადასახლდნენ.

2463 წელს დეაგოლი და მისი მეგობარი სმეაგოლი თევზაობდნენ ზამბახის ველებთან ახლოს. დეაგოლმა დაიჭირა დიდი თევზი, რომელმაც იგი წყალში ჩაითრია. იქ მან შეამჩნია, რომ რაღაც ბრწყინავდა და მიუახლოვდა - ეს იყო ოქროს ბეჭედი. დეაგოლმა არ იცოდა, რომ ეს ის ბეჭედი იყო, რომლითაც საურონი აპირებდა შუახმელეთის დამონებას.

მან ბეჭედი ნაპირზე ამოიტანა. სმეაგოლმა შეამჩნია იგი და სთხოვა დეაგოლს, მისთვის დაბადების დღის საჩუქრის სახით მიეცა. დეაგოლმა უარი უთხრა, თან მოიმიზეზა ის, რომ სმეაგოლმა უკვე მიიღო თავისი საჩუქარი. მაგრამ სმეაგოლმა იგი მოკლა და მიითვისა ბეჭედი. დეაგოლის გვამი მან დამალა, თავად კი გაქრა. არავინ იცოდა, რა მოუვიდა დეაგოლს. სმეაგოლი კი გაუჩინარდა და საუკუნეების განმავლობაში მისი გარეგნობა იცვლებოდა, საზარელ არსებამდე.

სახელები და ეტიმოლოგია

რედაქტირება

დეაგოლი სახელის „ნაჰალდ“ (Nahald) ინგლისური ვარიანტია. ორივე „საიდუმლოს“ ნიშნავს. „ნაჰალდ“ - ასე ჟღერდა დეაგოლის სახელი ანდუინის იმ ნაპირებთან, სადაც მისი ხალხი ცხოვრობდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება