დაჩი (მწიგნობარი)
დაჩი — X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. ქართულად თარგმნა ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა თარგმანების ანუ კომენტარის ნაწილი (შედის 973–976 გადაწერილ შატბერდის კრებულში, ხელნაწერი S-1141).
თარგმანს წინ უძღვის სტეფანე მტბევრისადმი მიწერილი წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დაჩის ბერძნული არ სცოდნია და ტექსტი სომხურიდან გადმოუღია. წერილის თანახმად, მას უთარგმნია 7 ფსალმუნის კომენტარი. ქართული ტექსტი კი 15 ფსალმუნის თარგმანებას შეიცავს. ვარაუდობენ, რომ დანარჩენი ფსალმუნების კომენტარებიც დაჩიმ თარგმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 342.