დაშქასანი
დაშქასანი (სპარს. داشکسن) — სოფელი ირანში, ისპაჰანის ოსტანის დასავლეთ ნაწილში. დეჰესთან-გორჯის რაიონის ცენტრი. მდებარეობს ზაგროსის მთიანეთთან. სოფელი არის ეთნიკური ქართველების (ფერეიდნელების) ერთ-ერთი სამოსახლო ფერეიდანში. მოსახლეობა საუბრობს ქართული ენის ფერეიდნულ კილოზე, ანუ ქართულ-სპარსულ დიალექტზე სპარსულთან ერთად.
სოფელი | |
---|---|
დაშქასანი داشکسن | |
ქვეყანა | ირანი |
მუნიციპალიტეტი | ისპაჰანი |
კოორდინატები | 33°02′18″ ჩ. გ. 50°10′01″ ა. გ. / 33.03833° ჩ. გ. 50.16694° ა. გ. |
მოსახლეობა | 606 კაცი (2006) |
დაარსდა დაახლოებით 1620 წელს ფერეიდნელი სომხების მიერ, და ოცი წლის შემდეგ, ფერეიდნელი ქართველები შევიდნენ სოფელში სოფელ რუისპირიდან (დღევანდელი ქალაქი აფუსი) ქრისტიანობის შენარჩუნებისათვის. სომხებმა კი დაახლოებით ორასი წლის შემდეგ სოფელი მიატოვეს (ოც სომხურ სოფელს შორის, დარჩენილა მხოლოდ ერთი).