დაღესტნის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაღესტნის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი — დაღესტნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისთვის.
უნივერსიტეტში 10 ფაკულტეტზე 10 ათასზე მეტი ადამიანი სწავლობს. მასწავლებელთა პერსონალი 850 კაცზე მეტია, რომელთაგან 42 მეცნიერებათა დოქტორია, 478 კი მეცნიერებათა კანდიდატია.
ისტორია
რედაქტირებაუნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს დაღესტნის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 19 თებერვლის ბრძანებით, რომლის მიზანი იყო საკადრო ბაზის მომზადება მზარდი საბაზრო ეკონომიკისთვის.
უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, ჰამიდ ბუჩაევი იყო რექტორი. მისი ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გახდა დაღესტნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი [1].
აღნიშნული ორგანიზაცია გახდა დაღესტანში გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული პროექტი.
განვითარების ამ 29 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტმა გაიარა ევოლუციური განვითარების საკმაოდ საინტერესო გზა. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააფართოვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტრენინგის ხარისხი, ისევე როგორც თავისი წილი უმაღლესი განათლების საერთო მოცულობაში დაღესტნის რესპუბლიკაში.
2008 წელს აირჩიეს ახალი რექტორი - იაჰია ბუჩაევი[2].
2008 წლისთვის უნივერსიტეტი გახდა სოციალურ–ეკონომიკური პროფილის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და დინამიურად განვითარებადი უნივერსიტეტი სამხრეთ ფედერალურ ოლქში და დაღესტნის რესპუბლიკაში.
უნივერსიტეტი პრიორიტეტს ანიჭებს ყველა ინოვაციისა და ტექნოლოგიის გამოყენებას მსოფლიოში, უმაღლესი განათლების სფეროში.
დაღესტნის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ურთიერთთანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში რუსეთის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, ეს იქნება: მასწავლებლების სტაჟირება, ერთობლივი ლექციები, კონფერენციები და სიმპოზიუმები თუ თანამშრომლობის სხვა ფორმები უმაღლესი პროფესიული და დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში.
სტრუქტურა
რედაქტირებადაღესტნის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს შემდგი ფაკულტეტები:
- ინფორმაციული ტექნოლოგია და მენეჯმენტი;
- უცხო ენების;
- ბუღალტრული აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი;
- ფინანსური და ეკონომიკური;
- სამშენებლო;
- საგადასახადო;
- იურიდიული;
- მიწისმშენებლობის;
- ბიზნეს კოლეჯი;
- სამშენებლო კოლეჯი.
უნივერსიტეტის მისია
რედაქტირებაუნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება: უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების მაღალი ხარისხი, გააცნობიეროს ეროვნული ინტერესები განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევები, მათ შორის ეროვნული ეკონომიკის ფილიალებში პერსონალის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, უნივერსიტეტის პერიოდული სამეცნიერო გამოცემების დახმარებით მისი განვითარების ოპტიმალური მოდელის შემუშავება; მაქსიმალურად გაზარდონ პედაგოგების, მკვლევარების, სტუდენტებისა და ასპირანტების შემოქმედებითი თვითრეალიზაცია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Анатолий Карибов: «ДГУНХ является рабочей площадкой, где проходят значимые для республики мероприятия». Информационный портал РИА "Дагестан". ციტირების თარიღი: 2019-05-20.
- ↑ В ДГИНХ новый ректор