დაურ ზანთარია
დაურ ზანთარია (დ. 25 მაისი, 1953, ტამიში – გ. 7 აგვისტო, 2001) — აფხაზი მწერალი და ჟურნალისტი. მუშაობდა აფხაზურ და რუსულ ენებზე.
დაურ ზანთარია | |
---|---|
ზანთარია 2000 წელს | |
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1953 |
დაბადების ადგილი | ტამიში, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 7 აგვისტო, 2001 (48 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
საქმიანობა | მწერალი; ჟურნალისტი |
ენა | აფხაზური, რუსული |
ეროვნება | აფხაზი |
ადრეული კარიერა და განათლება
რედაქტირებადაიბადა 1953 წლის 25 მაისს, ტამიშში. 1971 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ტამიშის სკოლა. 1975 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წელს გახდა საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი. 1990-იან წლებში აქვეყნებდა სტატიებსა და ესეებს გაზეთებისთვის: „ნოვი მირ“, „დრუჟბა ნაროდოვ“, „ზნამია“, „ექსპერტ“ და „ობშჩეი გაზეტა“. ამავე პერიოდში გახდა აფხაზ მწერალთა კავშირის წევრი.
გარდაცვალება
რედაქტირებაზანთარია გარდაიცვალა 2001 წლის 7 აგვისტოს. დასაფლავებულია ტამიშში.