დაუთ იულტი

რუსი პოეტი და მწერალი (1893-1938)

დაუთ იულტი (ბაშკ. Дауыт Исхаҡ улы Юлтыев დ. 1893[1] — გ. 10 ივლისი, 1938) — ბაშკირელი საბჭოთა მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

დაუთ იულტი
დაბადების თარიღი 6 (18) აპრილი, 1893
დაბადების ადგილი Buzuluk Uyezd
გარდაცვალების თარიღი 10 ივლისი, 1938(1938-07-10) (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი უფა, ბაშკირეთის ასსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი წითელი პროფესორების ინსტიტუტი
შვილ(ებ)ი ნინელ იულტიევა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაუთ იულტი[2] დაიბადა 1893 წლის 6 აპრილს (ახალი სტილით 18 აპრილს) სოფელ იულტისოვოში ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა მშობლიური სოფლის და საროჩინსკის მედრესეებში. მუშაობდა მასწავლებლად სოფელ იულტიევოში.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიოსა და რუსეთის სამოქალაქო ომებში.

1921 წლიდან იულტი მუშაობდა გაზეთ „ბაშკირისტანის“ რედაქტორად. 1921 წლის ბოლოს IX სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობამ ის დელეგატად აირჩია და უფლება მისცა გასაუბრებოდა და ინტერვიუ აეღო ვლადიმერ ლენინისაგან.

გარდაიცვალა 1938 წელს, უფაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სხვა ცნობებით დაიბადა 1896 წელს.
  2. БАШвестЪ — Первая интернет-газета Республики Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2016-11-23.