დასაწყისი (2020 წლის ფილმი)
დასაწყისი (თავდაპირველი სათაური შიშველი ცა) — 2020 წლის ქართულ-ფრანგული დრამა, რომლის რეჟისორია დეა კულუმბეგაშვილი.
„დასაწყისი“ | |
---|---|
რეჟისორი | დეა კულუმბეგაშვილი |
პროდიუსერი |
ილან ამოუიალი რატი ონელი დავით ზერატი |
სცენარის ავტორი |
დეა კულუმბეგაშვილი რატი ონელი |
როლებში | რატი ონელი |
კომპოზიტორი | ნიკოლას ჯაარი |
ოპერატორი | არსენი ხაჩატურიანი |
მწარმოებელი კომპანია |
First Picture OFA |
გამოსვლის თარიღი | 11 სექტემბერი 2020 (ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი) |
ხანგრძლივობა | 108 წუთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ქართული |
2020 წლის მაისში დასაწყისი კანის კინოფესტივალის ჯილდოს ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე ვერ შედგა.[1] ფილმი 2020 წლის სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგა, სადაც ფესტივალის კრიტიკოსთა საერთაშორისო ჯილდო (FIPRESCI) მოიპოვა.[2] ამის შემდეგ დასაწყისის ჩვენება სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება.[3]
შინაარსი
რედაქტირებაიანა, იეჰოვას რელიგიური მიმდინარეობის წინამძღოლის დავითის მეუღლეა, რომელიც იმედგაცრუებული დარჩა პატრიარქალურ რელიგიურ საზოგადოებაში ცხოვრებით, მას შემდეგ რაც ამ რელიგიური საზოგადოების სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს ძალადობრივმა ექსტრემისტებმა. [4] ეს ღონისძიება მხოლოდ ფილმის საწყისი წერტილია, სადაც ყურადღება გამახვილებულია იანას შინაგან მდგომარეობაზე და ემოციებზე მას შემდეგ, რაც დავითმა ვერ გაიგო თუ რისი გამოხატვა სურს იანას. დავითი ამბობს რომ იანა კარგად არ არის და ის რაც დავიდმა ვერ გაიგო იანას რისი გამოხატვა სურს მანამდე კი დავითი ეკლესიის უხუცესთა წინაშე წარსადგენად მიდის. დეტექტივი მოუწოდებს იანას, სავარაუდოდ, დაუსვას შეკითხვები ეკლესიის ხანძრის შესახებ, მაგრამ მისი შეკითხვები გახდება ინტრუზიული და პირადული, მათ შორის მეუღლესთან სექსუალური ცხოვრების შესახებ. დეტექტივი იანას ეკითხება, გრძნობს თუ არა შიშს, რაზეც ის პასუხობს „დიახ".
ზოგადად ფილმი ნაკლებადაა დიალოგებით გადატვირთული. კამერაზე აღბეჭდილია იანასა და მისი ვაჟის მოქმედებები, რომლებიც დღეთა განმავლობაში გრძელდება. სუიუჟტს ბევრად უფრო ბნელი სახე აქვს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
სამსახიობო ჯგუფი
რედაქტირება- ია სუხიტაშვილი - იანა
- რატი ონელი - დავითი
წარმოება
რედაქტირებამექსიკელი კინორეჟისორი კარლოს რეიგადასი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია.
დასაწყისი კულუმბეგაშვილის რეჟისორობით გადაღებული პირველი მხატვრული ფილმია.[5] თავდაპირველად ფილმის სამუშაო სათაური იყო შიშველი ცა. მას მიენიჭა წარმოების გრანტის როტერდამის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე (IFFR), [6] და კულუმბეგაშვილმა თანამშრომლობით მიიღო გადაწყვეტილება რომ ფილმი კანის კინოფესტივალზე Cinéfondation რეზიდენციით ეჩვენებინათ პარიზში. ფილმის წარმოებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს: სამ სპიეგელის საერთაშორისო ფილმების კავშირმა, სოფიას საერთაშორისო ფილმების ფესტივალმა და სარაევოს კინოფესტივალმა. [7]
ფილმის პროდიუსერები არიან დევიდ ზერატი, ილან ამუაალი, რატი ონელი და პოლ როზენბერგი. ფილმის თანაპროდიუსერები არიან სტივენ დარტი და ადრიენ დასტო.
ფილმის გამოსვლა
რედაქტირებაფილმი დასახელდა, როგორც 2020 წლის კანის კინოფესტივალის ოფიციალური არჩევანი, რომელიც ამავე ფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ ის კანის კინოფესტივალზე ვერ წარსდგა COVID-19 პანდემიის გამო. [1] დასაწყისი-ს ნამდვილი პრემიერა შედგა 2020 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე . [2]
ამის შემდეგ ფილმი აჩვენეს ნიუ – იორკის კინოფესტივალზე, [8] სან – სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე [3] და ადელაიდის კინოფესტივალზე. [9]
კრიტიკოსთა გამოხმაურება
რედაქტირებაფილმმა კრიტიკოსების უმეტესად დადებითი შეაფასება მოიპოვა, ფილმის რეჟისორს ხშირად ადარებდნენ მიხაელ ჰანეკეს რეჟისურას. [10]
ფილმი ნიუ იორკის კინოფესტივალზე მოიწონეს და ფილმიზე ვებსაიტმა IONCINEMA– მ თქვა, რომ ფილმი იყო ,,დამამძიმებელი შედევრი". გამოცემამ რეჟისორი კულუმბეგაშვილი შეადარა კრისტი პუიუს და კრისტიან მუნჯუს ”. [8]
ჯილდოები
რედაქტირება- ტორონტოს კინოფესტივალი: FIPRESCI პრემია [2]
- სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი: [8] პროდიუსერები ილან ამუაალი, რატი ონელი და დავით ზერა - ოქროს ნიჟრა საუკეთესო ფილმისთვის; კულუმბეგაშვილი - ვერცხლის ნიჟარა საუკეთესო რეჟისორისთვის; კულუმბეგაშვილი და ონელი - ჟიურის პრიზი საუკეთესო სცენარისთვის; სუხიტაშვილი - ვერცხლის ნიჟარა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის .
- ადელაიდას კინოფესტივალი: მხატვრული პრემია. [9]
- ფილმი არჩეულია როგორც ოსკარის საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის კანდიდატი საქართველოს სახელით. [11]
- ფილმი ნომინირებული იყო ,,კინოს ექსტრაორდინალის" კატეგორიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე. [12]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Aftab, Kaleem. (25 September 2020) Review: Beginning.
- Ehrlich, David. (30 September 2020) ‘Beginning’ Review: A Haneke-Esque Religious Drama Makes for One of the Year’s Best Debuts.
- Gallichio, Christian. (25 September 2020) 'Beginning' Is An Acute Portrayal Of Religious Suffering [San Sebastian Review&].
- Hunter, Allan. (21 September 2020) ‘Beginning’: San Sebastian Review.
- Kulumbegashvili, Dea (28 September 2020). Dea Kulumbegashvili - Director of Beginning. (Interview). https://cineuropa.org/en/interview/393111/.
- Kulumbegashvili, Dea (25 October 2020). Dea Kulumbegashvili on her San Sebastian prize-winning debut ‘Beginning’. (Interview). https://www.screendaily.com/features/dea-kulumbegashvili-on-her-san-sebastian-prize-winning-debut-beginning/5154342.article.
- Robb, David. (22 September 2020) Review: Beginning Is a Transfixing Study of a Woman’s Faith Being Tested.
- Ruimy, Jordan. (28 September 2020) ‘Beginning' Wins Best Film at San Sebastián; One of the Year's Best Movies [Review]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი 2020.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Parfitt, Orlando. (3 June 2020) Cannes reveals 2020 Official Selection titles. ციტირების თარიღი: 25 October 2020
- ↑ 2.0 2.1 2.2 Toronto: Chloe Zhao's 'Nomadland' Wins Audience Award (20 September 2020). ციტირების თარიღი: 25 October 2020
- ↑ 3.0 3.1 Dea Kulumbegashvili’s ‘Beginning’ wins Golden Shell for best film at San Sebastian 2020 (26 September 2020). ციტირების თარიღი: 25 October 2020
- ↑ Linden, Sheri. (22 September 2020) 'Beginning': Film Review - San Sebastian 2020. ციტირების თარიღი: 25 October 2020
- ↑ Déa Kulumbegashvili (8 September 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 October 2020
- ↑ Dea Kulumbegashvili’s first feature film ’Naked Sky’ awarded Rotterdam fest production grant (26 October 2020). ციტირების თარიღი: 26 October 2020
- ↑ Dea Kulumbegashvili. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 October 2020
- ↑ 8.0 8.1 8.2 Final days of Adelaide Film Festival serves up more winners (20 October 2020). ციტირების თარიღი: 25 October 2020
- ↑ 9.0 9.1 2020 Adelaide Film Festival announces Feature Fiction and Feature Documentary Award winners (20 October 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 22 October 2020
- ↑ Ehrlich, David. (30 September 2020) Beginning Review: Dea Kulumbegashvili Delivers a Remarkable Debut. ციტირების თარიღი: 25 October 2020
- ↑ Georgia selects Dea Kulumbegashvili's ‘Beginning’ for Oscar nomination (9 October 2020). ციტირების თარიღი: 9 October 2020
- ↑ Beginnings (2020): Awards.