სარაევოს კინოფესტივალი

სარაევოს კინოფესტივალი (ინგლ. Sarajevo Film Festival) — სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის პირველი და წამყვანი კინოფესტივალი. [1][2]

სარაევოს კინოფესტივალი

წითელი ხალიჩა
მდებარეობა სარაევო
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
გამართვის წლები ყოველწლიური
დამაარსებლები მირსად პურივატრა
თარიღები 25 ოქტომბერი 1995
ჟანრი ყველა
საიტი
http://www.sff.ba/

ფესტივალი 1995 წლის ოქტომბერში, სარაევოს ალყის დროს დაარსდა. მისი მიზანი სარაევოს მულტიკულტურული და ტოლერანტული გარემოს აღდგენა და შენარჩუნება იყო.[1] ალყისა და მძიმე ზოგადი ფონის გამო ორგანიზატორები დამსწრეთა მცირე რაოდენობას ელოდნენ, მაგრამ მათდა გასაკვირად ორკვირიან ფესტივალს 15 ათასამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის 37 კი 15 სხვადასხვა ქვეყნიდან. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. 2001 წელს ფესტივალი ევროპის ფილმების ასოციაციამ შეიყვანა იმ თერთმეტ ფესტივალში, სადაც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ვლინდება. იმ წელს ფესტივალზე გაიმარჯვა დანის ტანოვიჩის ფილმმა "Ničija zemlja", რომელმაც ასევე აიღო ოსკარი. 2007 წლიდან ბერლინალესთან თანამშრომლობით ფესტივალს დაემატა კამპუსი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორების დასახმარებლად. 2013 წელს ფესტივალზე გაიმარჯვა ქართველი რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ფილმმა გრძელი ნათელი დღეები.

პროგრამა

რედაქტირება
  • საბავშვო პროგრამა ინგლ. Children's Program
  • მოზრდილთა არენა (ინგლ. Teen Arena)
  • ახალი მიმდინარეობები (ინგლ. New Currents)
  • ახალი მიმდინარეობები მოკლე მეტრაჟით (ინგლ. New Currents shorts)
  • ღია ცის ქვეშ (ინგლ. Open Air)
  • პანორამა (ინგლ. Panorama)
  • დოკუმენტური პანორამა (ინგლ. Panorama Documentaries)
  • რეგიონული (საკონკურსო) ჩვენება – მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური (ინგლ. Regional (competition) Program – feature, short, documentary)
  • ფოკუსში (ინგლ. In Focus)
  1. 1.0 1.1 About the Sarajevo Film Festival. Sarajevo Film Festival Official Website.
  2. Inside Film's Guide to Film Festivals in Europe. Inside Film.