დასაქმების სახელმწიფო სამსახური (აზერბაიჯანი)

აზერბაიჯანის დასაქმების სახელმწიფო სამსახური (აზერ. Dövlət Məşğulluq Agentliyi) — სახელმწიფო უწყება, რომელიც ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსახლეობის დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას. საქმიანობა დაიწყო 1991 წლის 1 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 12 ივნისის #211 დადგენილების შესაბამისად.

აზერბაიჯანის დასაქმების სახელმწიფო სამსახური
აზერ. Dövlət Məşğulluq Agentliyi
უწყების შესახებ
შეიქმნა 1991
უწყების ხელმძღვანელი მუსტაფა აბასბეილი, უწყების ხელმძღვანელი
მთავარი დოკუმენტი (და ა. შ.)
საიტი
dma.gov.az

2011 წლის 16 თებერვალს დასაქმების მთავარი დეპარტამენტის საფუძველზე შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სახელმწიფო სამსახური.

2019 წლის 30 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე შეიქმნა დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.

2020 წლის 13 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაამტკიცა „დასაქმების 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“.

2020 წლის 30 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდა დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წესდება.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ფარგლებში შეიქმნა რესპუბლიკური დონის დასაქმების ხელშეწყობის ფონდი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) წევრია 1992 წლიდან. ამ დროისთვის რატიფიცირებულია ამ ორგანიზაციის 57 კონვენცია.

შრომისა და დასაქმების სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის მომზადებისა და დახვეწისას გათვალისწინბულია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც გამომდინარეობს შსო-ს რატიფიცირებული კონვენციებიდან, ევროპული სოციალური ქარტიიდან, სოციალური უზრუნველყოფის ევროპული კოდექსი, აგრეთვე დოკუმენტებიდან, რომლებიც ხელმოწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ.

უწყების ფუნქციები

რედაქტირება

აზერბაიჯანის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ფუნქციებია[1]:

- არეგისტრირებს პირს როგორც უმუშევარსა და სამუშაოს მაძიებელს;

- ორგანიზებას უწევს უმუშევართა დასაქმებას;

- მოსახლეობის დროებითი დასაქმების უზრუნველყოფა შრომითი ბირჟის გზით შრომის ბაზრის შეთავაზებებზე დაყრდნობით;

- სამუშაო ბაზრობების ორგანიზება;

- უმუშევართა დამატებითი პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა;

- უმუშევართა ჩართვა ანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოებში;

- დასაქმების დამხმარე იურიდიული პირების ელექტრონული რეესტრის წარმოება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება