დასავლეთციმბირული ლაიკა
დასავლეთციმბირული ლაიკა (რუს. Западносибирская лайка) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში XIX საუკუნეში.
წარმოშობის ქვეყანა | რუსეთი | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
რუსული ლაიკებიდან ეს ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია. დასავლეთ ციმბირული ლაიკა გამოიყენება ისეთ ნადირზე სანადიროდ, როგორიცაა ჩრდილოეთის ირემი, ცხენირემი და დათვი. ასევე, კარგად გრძნობს თავს ტვირთის გადატანისას, რადგან ძალიან დიდი ფიზიკური ძალა გააჩნია. შეიძლება მისი გაწვრთნა წვრილ ნადირზე, ფრინველზე სანადიროდაც. დამოუკიდებელი ხასიათის მიუხედავად, დასავლეთ-ციმბირული ლაიკა კარგად ეგუება პატრონს, თუმცა ძნელად იტანს ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. მათგან ცუდი მოდარაჯეები დგებიან, რადგან ადამიანის მიმართ სიბრაზეს არ გრძნობენ.
დასავლეთ ციმბირული ლაიკის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, შავი-თეთრით, მურა-ჟღალი, შავი. ყურებზე ხშირი სითბოიზოლირებადი ბალანი აქვს, ძლიერ თათებზე სქელი კანია, პატარა ყავისფერი თვალები კეთილგანწყობით იყურებიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დასავლეთ ციმბირული ლაიკა დაარქივებული 2014-09-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)