ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დარშანა (სანსკრ. ჭვრეტა, დაკვირვება, ფუძე „დრიშ“ — ხედვა) — ინდუიზმის ტერმინი, რომელიც ღვთიურისა და უწმინდესის ჭვრეტას აღნიშნავს. დარშანა გულისხმობს, მაგალითად, მოძღვრისა და შეგირდის შეხვედრას, როდესაც შეგირდი მოძღვრის მიერ არის დაპატიჟებული. თანამედროვე ჰინდის ენაში უმეტესად სწორედ ამ მნიშვნელობით იხმარება.

დარშანა ასევე აღნიშნავს ღმერთთან შეხვედრას,რაც მორწმუნე ინდუსის მიერ წმინდა ადგილების მოლოცვასა და ღმერთის ხილვას (მაგალითად, ქანდაკების სახით) და მისგან კურთხევის მიღებას უკავშირდება. დარშანა (ღმერთის ხილვა და მისგან კურთხევის მიღება) შეიძლება მედიტაციის ან ლოცვის შედეგადაც განხორცილდეს. დარშანის (კურთხევის მნიშვნელობით) მოცემა შეუძლია ცოცხალ ადამიანსაც, ვინც რომელიმე ღმერთის ინკარნაციად ან ავატარად ითვლება.

გარდა ამისა, დარშანა მსოფლმხედველობის, მოძღვრების, შეხედულებათა სისტემის მნიშვნელობითაც იხმარება. კლასიკური ინდური ფილოსოფია სხვადასხვა სკოლებად, ფილოსოფიურ მიმდინარეობებად იყოფა, რომელთაც დარშანებს უწოდებენ.

ჩვეულებრივ, მიუთითებენ ექვს ორთოდოქსულ დარშანაზე. ესენია:

ცხადია, ცალკეული დარშანა დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა და ფორმას იძენდა. თავდაპირველად პირველი ოთხი დარშანა ერთ მთლიანობას ქმნიდა, რომლის ნაწილები მოგვიანებით დამოუკიდებელ სისტემებად განვიათარდა. ორი უკანასკნელი დარშანა შედარებით ახალი წარმონაქმნია, მიუხედავად ამისა, ადრინდელ სისტემასთან ბევრი აქვს საერთო.

იმისათვის, რომ ვედური ტრადიციისაგან გამომავალი ექვსი დარშანა გაიმიჯნოს სხვა დარშანებისაგან (ბუდიზმი, ჯაინიზმი, ჩარკავა და სხვა.) ყოველდღიურ მეტყველებაში გამოიყენება ტერმინი „შად დარშანა“ („შად“ სანსკრ.= ექვსი). „შად დარშანა“ არის „ასტიკა“ (სანს. आस्तिक) — ორთოდოქსული, ხოლო სხვა დანარჩენი „ნასტიკა“ (სანს. नास्तिक) — ჰეტეროდოქსული.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარშანა“-დან