დარიალის ციხის სამაროვანი
დარიალის ციხის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დარიალის ციხის სამხრეთით, ველზე. თარიღდება შუა საუკუნეებით. 1988-1989 წლებში იგი შეისწავლა არქეოლოგიური კვლევების ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის რაზმმა (ხელმძღვანელი დ. მინდორაშვილი). გაითხარა ოცდათერთმეტი ქვის სამარხი. სამარხები დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. აღმოჩენილი მიცვალებულების ძვლები შემონახულია ცუდად. ექვს სამარხში დადასტურებულია მიცვალებულთა ქრისტიანული დაკრძალვის წესი. ოთხ სამარხში მიცვალებულები ესვენა მარჯვენა გვერდზე, ოდნავ ფეხებმოკეცილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მინდორაშვილი დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 451.