დართლოს აკლდამები

დართლოს აკლდამები — ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, დართლოს მთის ფერდობზე, სასაფლაოზე.

42°26′12″ ჩ. გ. 45°35′02″ ა. გ. / 42.43667° ჩ. გ. 45.58389° ა. გ. / 42.43667; 45.58389

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

აკლდამა ორია. ორივე აკლდამა გეგმით სწორკუთხაა და ფიქლითაა ნაშენი. წყობა მშრალია. შიგნით ლამ-კირითაა შელესილი.

შედარებით პატარა (3,55x2,9 მ) აკლდამას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. შემორჩენილია ხის კარის ნაწილი, რომელიც გარედან გეომეტრიული ჩუქურთმებითაა შემკული. აღმოსავლეთ კედელშიბრტყლად გადახურული პატარა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია საკურთხევლის მსგავსი, კუბური ფორმის პატარა ნაგებობა. მეორე სარკმელი სამხრეთ კედელშია. შიგნით აკლდამა გადახურულია წვერწაკვეთილი კამარით. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე, წყობაში ჩასმულია რიყის ბრტყელი ქვა, კარის მარჯვნივ კი, წყობიდან პატარა რიყის ქვაა გამოშვერილი. გადახურვა ორფერდაა — საფეხურებიანი. სამხრეთ დასავლეთის კიდეზე მიდგმულია ლამითა და ფიქლით ნაშენი პატარა ნაგებობა, რომელსაც სამხრეთით შეისრული თაღით გადახურული სასანთლე ნიშნი აქვს.

აკლდამის ჩრდილოეთით დგას მეორე, ოდნავ მოზრდილი (3,7x2,95 მ) აკლდამა. შესასვლელი აქაც დასავლეთიდანაა. კარის თაღი შეისრულია. აღმოსავლეთ კედელში მომრგვალებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია კუბური ფორმის , საკურთხევლის მსსგავსი პატარა ნაგებობა. იატაკი მიწურია. სახურავი ორფერდაა, რვასაფეხურიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება