დარვაზის ტაძარი
დარვაზის ანუ დარბაზის ტაძარი (აზერ. Darvaz məbədi ან Darvaz kilsəsi) — ძველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოს ისტორიულ კუთხე საინგილოში, დღევანდელ აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში, რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 15-16 კილომეტრის დაშორებით. მთლიანად ნაშენები იყო აგურით. მისი ნაშთები დგას ალაზნის მარცხენა ნაპირზე არსებული ტუგაის ტყის შუაგულში მდებარე ქაჯარჩიოლის მდელოზე. მახლობლად არის სოფელი დარვაზბინა. ტაძარი მოხსენიებული აქვთ ძველ ავტორებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დარვაზის ტაძარი“ ვიკისაწყობში.
- “Darvaz” məbədi დაარქივებული 2015-05-18 საიტზე Wayback Machine.
- ჰერეთის (საინგილოს) ტაძრები