დარემის ციხესიმაგრე
დარემის ციხესიმაგრე (ინგლ. Durham Castle) — ნორმანული ციხესიმაგრე ინგლისის ქალაქ დარემში, რომელიც 1840 წელს სრულიად დაიკავა დარემის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კოლეჯმა. შენობა მნახველთათვის ღიაა, მაგრამ მხოლოდ გიდის თანხლებით, ვინაიდან აქ სწავლობს და ცხოვრობს 100 სტუდენტი. ციხესიმაგრე მდებარეობს ბორცვზე, მდინარე უირის თავზე, დარემის კათედრალის მოპირდაპირედ.
დარემის ციხესიმაგრე და კათედრალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 54°46′29″ ჩ. გ. 1°34′34″ დ. გ. / 54.77472° ჩ. გ. 1.57611° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 370 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 370 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ციხესიმაგრე თავდაპირველად XI საუკუნეში აიგო, როგორც ნორმანთა მეფის ძალაუფლების გამოხატულება ჩრდილოეთ ინგლისზე. ის ერთ-ერთი პირველია ხელოვნურ ბორცვზე აღმართულ ამგვარ ნაგებობებს შორის, რომლებიც ნორმანებს განსაკუთრებით მოსწონდათ. მეფემ ნაგებობა ქალაქის ეპისკოპოსს ჩააბარა, რომელიც თავის სამსახურში ჩააყენა და სამეფო ძალაუფლების განხორციელების უფლება მიანიჭა.
ციხესიმაგრე ფართო დარბაზი გააჩნია, რომელიც XIV საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსმა ანტონი ბეკმა დაამატა.
1986 წელს დარემის ციხესიმაგრე იუნესკომ ქალაქის კათედრალთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.